ბათუმის მერმა ბულგარეთის ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას უმასპინძლა

16 Mar 2019 17:33

ბათუმის მერმა ლაშა კომახიძემ ბულგარეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში დესისლავა ივანოვას უმასპინძლა. შეხვედრაზე ხაზი გაუსვა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებს. ისაუბრეს ქალაქის ტურისტულ პოტენციალზე, მიმდინარე და სამომავლო პროექტებსა და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაზე. მხარეებმა ასევე საქართველოსა და ბულგარეთს შორის არსებული დიპლომატიური ურთიერთობები და სამომავლო გეგმები განიხილეს.


შეხვედრას ასევე ესწრებოდა ელჩის მრჩეველი, ტიხომირ ტოდოროვი.


საქართველოსა და ბულგარეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობები  1992 წლის 5 ივნისს დამყარდა.


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი