გურჯაანის მუნიციპალიტეტში მწვანე პოლიტიკის ფარგლებში 500 ახალი ნერგი დაირგვება

16 Mar 2019 16:58

    გურჯაანის მუნიციპალიტეტში მწვანე პოლიტიკის ფარგლებში 500 ახალი ნერგი დაირგვება.


    კაკლის, თრიმლის, კვიპაროსის, ბზის, თელას, ელდარის ფიჭვის, ოქროს წვიმის, დიადი ბოყვის, ტუიას და კედარის ნერგები,  გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ გადასცა.


    ნერგები ქალაქ გურჯაანში და სოფლებში - ვაჩნაძიანში, კალაურში, შაშიანში, ვაზისუბანში, მუკუზანში, ახაშენში, ჩუმლაყში, ჭანდარში, ძირკოკსა და ვეჯინში დაირგვება, რომლის მოვლაზეც ადმინისტრაციული ერთეულის თანამშრომლები იზრუნებენ.


    აღსანიშნავია, რომ გასულ წელს, გურჯაანის მაჟორიტარი დეპუტატის დავით სონღულაშვილის ინიციატივითა და გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეუბის სამინისტროს მხარდაჭერით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, 5000 ახალი ნერგი დაირგო.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი