იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, ნებართვის გარეშე მოწყობილი აფთიაქებიდან მედიკამენტების რეალიზაციისვის შვიდი პირი პასუხისგებაში მიეცა

16 Mar 2019 12:54

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, უკანონო სამეწარმეო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე შვიდი პირი პასუხისგებაში მისცეს. აღნიშნულის თაობაზე საინფორმაციო პორტალ "მხარეს" ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს.


გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის რეგიონებში, შესაბამისი ნებართვის გარეშე მოწყობილ აფთიაქებში თერაპიულიმედიკამენტების რეალიზაციას ახდენდნენ. საქმეზე გრძელდება გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 1-დან  3 წლამდე.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი