თელავის მუნიციპალიტეტი ჩაერთო ევროკავშირის ინიციატივაში "მერების შეთანხმება-აღმოსავლეთი"

16 Mar 2019 00:12

თელავის მუნიციპალიტეტი ჩართულია ევროკავშირის ინიციატივაში  „მერების შეთანხმება -აღმოსავლეთი“, რომლის ფარგლებშიც მხარეები ადასტურებენ საკუთარ დაინტერესებასა და მზაობას გარკვეული წვლილი შეიტანონ ენერგოეფექტურობისა და კლიმატის ცვლილების საქმეში საერთაშორისო, ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე.


მუნიციპალური განვითარების საკოორდინაციო პლატფორმა მოიაზრება როგორც წევრთა წინაშე არსებული პრობლემებისა და ბარიერების განსახილველი სადისკუსიო კლუბი, სადაც განისაზღვრება შესაბამისი ეროვნული, რეგიონული თუ მუნიციპალური ქმედებების ინიცირება.


დღეს მუნიციპალური განვითრების საკოორდინაციო პლატფორმის პირველი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაში  მონაწილეობას იღებდნენ შეთანხმების ხელმომწერი მუნიციპალიტეტების მერები, ეროვნილი და ტერიტორიული კოორდინატორები, ენერგოეფექტურობის ცენტრის საქართველოს წარმომადგენლები, ევროკომისიის, სხვა საერთაშორისო და დონორი ორგანიზაციების წევრები.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი