წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია, საინფორმაციო პორტალ "მხარეზე" გამოქვეყნებულ სტატიას - გრიგოლ იოსელიანის დეკლარაციასთან დაკავშირებით, განცხადებით ეხმიანება

14 Mar 2019 15:14

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია, საინფორმაციო პორტალ "მხარეს"  საპასუხო განცხადებით ეხმაურება. განცხადებაში ნათქვამია, რომ სტატიაში არასწორად არის ინტერპრეტირებული რამდენიმე ფაქტი. მათ მიერ მოწოდებულ განცხადებაში, მათივე შენიშვით  - "არასწორად ინტერპრეტირებული რამდენიმე ფაქტი" ასე არის განმარტებული.


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის განყოფილების მიერ, საინფორმაციო პორტალ "მხარესთვის" მოწოდებულ განცხადებას გთავაზობთ უცვლელად:


"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და ღონისძიებათა მართვის განყოფილება  საინფორმაციო პორტალ www.mkhare.ge – ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით  აცხადებს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერმა გრიგოლ იოსელიანმა საჯარო სამსახურის ბიუროში ქონებრივი დეკლარაცია წარადგინა ორჯერ, 2018- 2019 წლებში.  წარდგენილი დეკლარაციების კანონმდებლობასთან მონიტორინგს ახორციელებს საჯარო სამსახურის ბიურო, აღნიშნული ორგანოდან, მერის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციასთან დაკავშირებით, რაიმე სახის შენიშვნა არ განხორციელებულა.


ამავე განყოფილების     განმარტებით   სტატიაში  გამიზნულად არასწორად არის ინტერპრეტირებული რამდენიმე ფაქტი: კერძოდ,


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი - გრიგოლ იოსელიანი, სასესხო ვალდებულებში ხელფასის 50%-ს იხდის,  ხოლო ხელფასიდან  დარჩენილი  თანხა,  მეუღლის შემოსავალთან ერთად  საკმარისია ოჯახისთვის. აქვე ავღნიშნავთ, რომ გრიგოლ იოსელიანის მეუღლე - ცირა ბერეკაშვილი პროფესიით პედაგოგია და იგი მეუღლის მერად არჩევამდე დიდი ხნით ადრე -  2000 წლიდან,  ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას  შპს.  არასახელმწიფო საერო სკოლა „ოცნებაში“ და  ა(ა).ი.პ. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში“.


რაც შეეხება მერის მიერ შვილის სახელზე გადაფორმებული ქონებების თემას, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ  გრიგოლ იოსელიანის მერად არჩევამდე,  2016 წელს,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის მამამ,  გივი იოსელიანმა  - შვილიშვილს გივი იოსელიანს,  ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა:  სოფელ მეორე უბანში  საკარმიდამო მიწა,  საცხოვრებელი სახლით და დამხმარე ნაგებობით.  მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ.  საცხოვრებელი სახლი  136,25 კვ.მ  დამხმარე ნაგებობა 60კვ.მ.  და კომერციული ფართი  - ქ. წყალტუბოში ავალიანი ქ.# 15  -   50 კვ.მ.

 

თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქციის  მე-8 მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად,  დეკლარაციაში აისახება დეკლარანტის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს,  ვინაიდან გრიგოლ იოსელიანის საკუთრებაში არსებული, ავტომობილის 1993 წელს გამოშვებული BMW-ეს ღირებულება არ აღემატება ზემოთაღნიშნულ თანხას,   ამდენად მისი დეკლარაციაში ასახვა არ იყო სავალდებულო.


წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს გრიგოლ  იოსელიანი 1988- 1993 წლებში  სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტი,  ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით."- ნათქვამია განცხადებაში. 



???? რედაქციისგან:


წყალტუბოს მერია ბრალს გვდებს, რომ სტატიაში,  გამიზნულად არასწორად არის ინტერპრეტირებული რამდენიმე ფაქტი. იმის დასტურად, რომ მათი ბრალდება უსაფუძვლოა, განვიხილოთ თითოეული მათგანი:


❌ პირველ პუნქტად, მუნიციპალიტეტის მერია აღნიშნავს, რომ "წარდგენილი დეკლარაციების კანონმდებლობასთან მონიტორინგს ახორციელებს საჯარო სამსახურის ბიურო, აღნიშნული ორგანოდან, მერის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციასთან დაკავშირებით, რაიმე   სახის შენიშვნა არ განხორციელებულა."

✅აღნიშნულის პასუხად გაცნობებთ, რომ თანამდებობის პირი, როდესაც ავსებს დეკლარაციას, მისი მონიტორინგი არ ხორციელდება დაუყოვნებლივ. როგორც საჯარო სამსახურის ბიუროში განგვიმარტეს, მონიტორინგი ხორციელდება დროთა განმავლობაში და შერჩევითი პრინციპით. მონიტორინგის ამ პრინციპის გამო, შესაძლებელია, ისე დასრულდეს აღნიშნული წელი, რომ არ მოხდეს გრიგოლ იოსელიანის დეკლარაციის შედარება ნამდვილობასთან. ამის დასტურად ერთ მარტივ მაგალითსაც მოგიყვანთ. საუბარია, თბილისის მერის მოადგილის, მაია ბითაძის დეკლარაციაზე, რომელიც მან შეავსო მიმდინარე წლის 31 იანვარს. ის, თავის დეკლარაციაში წერს, რომ 17.11.2018 - 31.12.2018 პერიოდში, (თვენახევარში!) შემოსავლის სახით მიიღო 73 800 ლარი.

მიუხედავად იმისა, რომ რომ თვენახევარია გასული მაია ბითაძის მიერ დეკლარაციის შევსებიდან, დღემდე არ არის გასწორებული ხარვეზი, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ მას, პირადად ვაცნობეთ მერიის პრესსასმახურის ხელმძღვანელის, მანანა თოქმაჯიშვილის დახმარებით. მან, დაგვიდასტურა ხარვეზის არსებობა, თუმცა, არაფერი შეუცვლია. 


❌"გრიგოლ იოსელიანის მეუღლე - ცირა ბერეკაშვილი პროფესიით პედაგოგია და იგი მეუღლის მერად არჩევამდე დიდი ხნით ადრე -  2000 წლიდან,  ეწევა პედაგოგიურ საქმიანობას  შპს.  არასახელმწიფო საერო სკოლა „ოცნებაში“ და  ა(ა).ი.პ. „წყალტუბოს მუნიციპალიტეტის ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში“.

✅პასუხად: სტატიაში გარკვევით წერია, რომ საუბარია კონკრეტულად იმ პერიოდზე, როდესაც აღნიშნული დეკლარაცია შეავსო გრიგოლ იოსელიანმა. ამის გათავალისწინებით, გრიგოლ იოსელიანის მეუღლე - ცირა ბერეკაშვილი, აღნიშნული პერიოდისთვის, ნამდვილად იკავებდა ორივე თანამდებობას. 


❌"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი - გრიგოლ იოსელიანი, სასესხო ვალდებულებში ხელფასის 50%-ს იხდის,  ხოლო ხელფასიდან  დარჩენილი  თანხა,  მეუღლის შემოსავალთან ერთად  საკმარისია ოჯახისთვის."

✅დიდი განხილვის საგანი, არც ეს პუნქტი არ უნდა იყოს. ჩვენ, გაგვიჩნდა საფუძლიანი კითხვა და დავსვით ეს კითხვა. 


❌ "რაც შეეხება მერის მიერ შვილის სახელზე გადაფორმებული ქონებების თემას, დეკლარაციიდან ირკვევა, რომ  გრიგოლ იოსელიანის მერად არჩევამდე,  2016 წელს,  წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერის გრიგოლ იოსელიანის მამამ,  გივი იოსელიანმა  - შვილიშვილს გივი იოსელიანს,  ჩუქების ხელშეკრულების საფუძველზე გადასცა:  სოფელ მეორე უბანში  საკარმიდამო მიწა,  საცხოვრებელი სახლით და დამხმარე ნაგებობით.  მიწის ნაკვეთი 1000 კვ.მ.  საცხოვრებელი სახლი  136,25 კვ.მ  დამხმარე ნაგებობა 60კვ.მ.  და კომერციული ფართი  - ქ. წყალტუბოში ავალიანი ქ.# 15  -   50 კვ.მ."

✅სტატიაშია არსად არ  არის ნათქვამი, რომ მერმა, გასული წლის მანძლზე გადაუფორმა შვილს უძრავი ქონება. გარკვევით წერია:  "2016 წლის მანძილზე, წყალტუბოს მერის შვილის სახელზე გადაფორმებულია ხუთი ტიპის ქონება". 


❌"თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაციის ტექნიკურად სწორად შევსების ინსტრუქციის  მე-8 მუხლის  პირველი პუნქტის შესაბამისად,  დეკლარაციაში აისახება დეკლარანტის, მისი ოჯახის წევრის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონება, რომელთაგან თითოეულის ღირებულება აღემატება 10 000 ლარს,  ვინაიდან გრიგოლ იოსელიანის საკუთრებაში არსებული, ავტომობილის 1993 წელს გამოშვებული BMW-ეს ღირებულება არ აღემატება ზემოთაღნიშნულ თანხას,   ამდენად მისი დეკლარაციაში ასახვა არ იყო სავალდებულო."

✅სტატიაში, არსად არ არის აღნიშნული, რომ მერის ოჯახს აქვს მანქანა და ამას ქონებრივ დეკლარაციაში მალავს. დეკლარაციაში არ არის ნაჩვენები ავტომობილი და შესაბამისად ვწერთ, რომ მერს მოძრავი ქოენბა არ გააჩნია. 


❌"წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერს გრიგოლ  იოსელიანი 1988- 1993 წლებში  სწავლობდა თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო  უნივერსიტეტი,  ინჟინერ-ეკონომისტის სპეციალობით."

✅პასუხად:  გასაგებია.  ასევე, გრიგოლ იოსელიანს  განათლება 1987-1988 წლებში,  ასტრახანის (რუსეთის ფედერაცია) თევზის მრეწველობის ინსტიტუტში აქვს მიღებული და ესეც საინტერესო ფაქტია მკითხველისთვის. 



ყოველივე ზემოთაღნიშნული, ნათლად წარმოაჩენს, რომ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერია უსაფუძვლოდ სდებს ბრალს  საინფორმაციო პორტალ "მხარეს" და სტატიის ავტორს ამავე სტატიაში ფაქტების გამიზნულად არასწორად ინტერპრეტირებაში. 


გმადლობთ ყურადღებისთვის!





სტატიის სანახავად დააკლიკეთ

წყალტუბოს მერი, ხუთ სულიან ოჯახს, თვეში 550 ლარად არჩენს?! რა შემოსავალს მალავს დეკლარაციის მიღმა გრიგოლ იოსელიანი?!

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი