ვანის მუნიციპალიტეტის მერი ციხესულორის მცხოვრებ სოციალურად დაუცველ ოჯახს დაეხმარა

12 Mar 2019 23:58

ვანის მუნიციპალიტეტის მერმა  ალექსანდრე გოგორიშვილმა მოადგილეებთან ერთად ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა და საკვები პროდუქტები მიუტანა.


ბიბილაშვილების ოჯახს ვანის მუნიციპალიტეტის მერია ადგილობრივი ბიუჯეტის ეგიდით პერმანენტულად ეხმარება და სარგებლობს არსებული სოციალური პაკეტით.


,, ამ ოჯახის პრობლემები ჩემთვის ცნობილია და შესაძლებლობის ფარგლებში ყოველთვის ვუწევთ დახმარებას. ადგილობრივი ბიუჯეტიდან ოჯახმა არაერთხელ ისარგებლა მატერიალური დახმარებით. მინდა აღვნიშნო, რომ 2018–2019 წლებში სახელმწიფო და მუნიციპალური პროგრამებიდან ბიბილეიშვილების ოჯახმა მიიღო დახმარება 4990 ლარის ოდენობით. მაქსიმუმს ვაკეთებთ, რომ თითოეულ ასეთ ადამიანს დავუდგეთ გვერდით და მათზე ავიღოთ სოციალური პასუხისმგებლობა შესაძლებლობებიდან გამომდინარე“–აღნიშნა ვანის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა.


აღნიშნული ოჯახის ოთხივე წევრი არის სოციალური დახმარების მიმღები. გარდა ამისა ტარიელ ბიბილაშვილი II ჯგუფის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია და ერიცხება პენსია  120 ლარი. ასევე, ოჯახმა 2018 წლის ოქტომბერში ისარგებლა „ახალშობილთა ოჯახების“ დახმარების პროგრამით და მუნიციპალიტეტის მხრიდან ჩაერიცხა 300 ლარი. 2018 წლის დეკემბერში და 2019 წლის თებერვალში, ოჯახს მერის სარეზერვო ფონდიდან გაეწია ფულადი დახმარება შესაბამისად 200 და 150 ლარის ოდენობით.  


ამ ოჯახის შესახებ სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის შემდეგ მუნიციპალიტეტის მერი კიდევ ერთხელ მივიდა ოჯახში და მათ პუმანიტარული დახმარება გაუწია. დაპირდა, რომ უახლოეს პერიოდში მუნიციპალიტეტი არსებული სოციალური ფონიდან გამომდინარე დაეხმარება საცხოვრებელი სახლის სარეაბილიტაციო სამუშაოებშიც.


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი