ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა

12 Mar 2019 16:34

ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერმა, ბადრი ლიპარტელიანმა მუნიციპალიტეტის წარმატებული სპორტსმენები დააჯილდოვა, რომლებმაც მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონატებზე ისახელეს თავი. მერიისგან ჯილდო მიიღეს:


ეთერ ლიპარტელიანმა- მიმდინარე წლის 2 მარტს, ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში ევროპის ღია პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა ჭიდაობა ძიუდოში; საქართველოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონია. შარშან, ნოემბერში ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი, ხოლო სექტემბერში იუნიორებს შორის- ვერცხლის, აგვისტოში ევროპის თასზე ასევე

ვერცხლის მედალი მოიპოვა.


ლევან გუგავამ- 2017 წ. სერბეთში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭაბუკ სამბისტთა შორის, პირველი ადგილის და ოქროს მედლის მფლობელი გახდა. 2016წ. ევროპის ჩემპიონი გახდა სამბოში. არის საქართველოს და ევროპის მრავალგზის ჩემპიონი.


ავთანდილ მუკბანიანმა- 2018 წ. ოქტომბერში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ჭაბუკ სამბისტთა შორის, ოქროს მედალი მოიპოვა. არის საქართველოს მრავალგზის და ევროპის ჩემპიონი.


თითოეულ მათგანს, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისგან ფულადი ჯილდო (1000ლ.) გადაეცათ.



კომენტარები:

ფართი შოპი