“ქართული ოცნება” დაიშალა, ბიძინა ივანიშვილი უნდა წავიდეს ღირსეულად!"- თაკო ჩარკვიანი

12 Mar 2019 12:59

“დარწმუნებით გეტყვით, რომ “ქართული ოცნება” დაიშალა.


“კანონი და სამართალი” იქნება ის პარტია, რომელსაც ის ადამიანები მოეპოტინებიან, ვისაც ტვინი არ ეყოფა რომ დროზე წავიდეს. ზუსტად ეს პარტია იქნება ის პარტია, ვინც კანონის და სამართალის სადარაჯოზე დადგება, რომ ხალხმა ისინი სამარცხვინოდ არ გაუშვას.


მე მითქვამს, ადამიანს იმისთვის აქვს ინტელექტი და აზროვნება, თუ აქვთ ცხადია, ყოველ შემთხვევაში მინდა ჰქონდეთ, რომ ღირსეულად წავიდნენ.


მე კონკრეტულად ვგულისხმობ ერთ პიროვნებას, ეს გახლავთ ბატონი ბიძინა ივანიშვილი. ის უნდა წავიდეს და წავიდეს ღირსეულად.


“ქართული ოცნება” მეშვიდე წელია არის, მათ ვერ მართეს, ვერ უპატრონეს ჩვენ ქვეყანას”, – განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.


"აიპრესი"

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი