"მოღალატე მინისტრი! ჯარის ხარჯზე გასამდიდრებლად მოსული ხელისუფლებაში!" - ნანუკა ჟორჟოლიანი ლევან იზორიაზე

12 Mar 2019 12:27

"უნდა იყო რუსი, რომ ჯარის ასეთი ნგრევა დაუშვა! საქართველოს თავდაცვის სამინისტრო -  მოღალატე მინისტრი გყავთ! ჯარის ხარჯზე გასამდიდრებლად მოსული ხელისუფლებაში!"- წერს ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე. 



19 წლის ქაზიმ გახრამანოვის მტკიცებით, იგი კრწანისის სამხედრო ბაზაზე, კვირას გამთენიისას სცემეს. მიზეზი კი თანხის გამოძალვა გახდა. წვევამდელი ჰყვება, რომ ის ჯარისკაცებმა ღამით, 2 საათზე გააღვიძეს და ფული მოსთხოვეს, უარის შემდეგ კი, სერჟანტ ენდელაძის თანდასწრებით ფიზიკურად გაუსწორდნენ.


19 წლის ნაცემი ჯარისკაცი გამომძიებლებისთვის ჩვენების მიცემაზე უარს ამბობს. ქაზიმ გახრამანოვი სამართალდამცველებს ჩვენებას, მხოლოდ სასამართლოში მიცემს. 


წვევამდელი ამ დრომდე მარნეულში, სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. ექიმების განცხადებით, ამ დროისთვის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ნაცემ ჯარისკაცს დღეს ექსპერტიზა ჩაუტარდება. 



"საქმე გადაკვალიფიცირებულია სამხედრო მოსამსახურეთა შორის დამოკიდებულების წესის დარღვევის მუხლით. მიმდინარეობს გამოძიება, ამ ეტაპზე სამწუხაროდ სხვა ინფორმაცია არ გამაჩნია,"-განაცხადა ადვოკატმა ჯეიხუნმამედოვმა. 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი