"თეა წულუკიანი არის გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრობის შემადგენლობაში" - ეკა ბესელია

12 Mar 2019 10:12

ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირადად დავინახო ის პროცესი, რამაც გამოიწვია ასეთი შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება, - ამის შესახებ დეპუტატმა ეკა ბესელიამჟურნალისტებს თეა წულუკიანისთანამდებობიდან შესაძლო წასვლასთან დაკავშირებით განუცხადა.


„არ ვიცი რა ხდება, ვერ გეტყვით. თეა წულუკიანი არის გამოცდილი და ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მთავრობის შემადგენლობაში და ამიტომ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია პირადად დავინახო ის პროცესი, რამაც გამოიწვია ასეთი შიდა უკმაყოფილება და უთანხმოება. მე არ ვიცი დეტალები, ამიტომ ვერ გავაკეთებ რაიმე კონკრეტულ კომენტარს, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ინსტიტუციურად არ დააზიანებს ეს პროცესი იმ გზას და იმ რეფორმებს, რაც ქვეყანას დემოკრატიისთვის ნამდვილად სჭირდება“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.


„არ გადავმდგარვარ, მაგრამ თუ ჩემი პოზიცია არ იქნება გაზიარებული, რომელიც იუსტიციის სამინისტროს უფლებამოსილების ფარგლებში გადასაჭრელ თემას ეხება, მაშინ გვერდზე გავიწევი“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმაჟურნალისტებს გავრცელებული ინფორმაციის კომენტირებისას განუცხადა, რომლის მიხედვითაც, ის მინისტრის პოსტს ტოვებს.

IPN.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი