"არ გადავმდგარვარ"- თეა წულუკიანი მისი გადადგომის შესახებ

12 Mar 2019 02:28

არ გა­დავ­მდგარ­ვარ, მაგ­რამ თუ ჩემი პო­ზი­ცია არ იქ­ნე­ბა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, რო­მე­ლიც იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში გა­და­საჭ­რელ თე­მას ეხე­ბა, მა­შინ გვერ­დზე გა­ვი­წე­ვი, - ამის შე­სა­ხებ იუს­ტი­ცი­ის მი­ნის­ტრმა თეა წუ­ლუ­კი­ან­მა ჟურ­ნა­ლის­ტებს გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც, ის მი­ნის­ტრის პოსტს ტო­ვებს.


მი­ნის­ტრის გან­მარ­ტავს, რომ საქ­მე ეხე­ბა მისი უწყე­ბის შიგ­ნით გა­და­საჭ­რელ სა­კითხს და ის ელო­დე­ბა , იქ­ნე­ბა თუ არა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი მისი პო­ზი­ცია.


"პირ­ველ რიგ­ში, შე­მიძ­ლია ვთქვა, რომ არ გა­დავ­მდგარ­ვარ, თუმ­ცა არის 4-5 დღის წინ გა­ჩე­ნი­ლი სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ეხე­ბა ჩემი სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში გა­და­სა­წყვეტ სა­კითხს. ამ თე­მა­ზე მიმ­დი­ნა­რე­ობს დის­კუ­სია, მე მაქვს ჩემი ძა­ლი­ან მყა­რი პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც არც რო­მე­ლი­მე ერთ რე­ფორ­მას, არც რო­მე­ლი­მე ერთ პრო­ცესს ან პრო­ცე­დუ­რას არ ეხე­ბა. ეს არის სა­კი­თხი, რო­მე­ლიც ჩემს თვალ­ში არის ძა­ლი­ან მას­შტა­ბუ­რი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და თუ ვნა­ხე, რომ ეს პო­ზი­ცია არ იქ­ნე­ბა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, რა თქმა უნდა, არ ვი­ფიქ­რებ არ­ცერთ წუთს და გვერ­დზე გა­ვი­წე­ვი იმი­ტომ, რომ თა­ნამ­დე­ბო­ბა არ არის ფა­სე­უ­ლო­ბა. ეს სა­კი­თხი არის წმინ­დად იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის ფარ­გლებ­ში გა­და­საჭ­რე­ლი თემა. ეს ეს ეხე­ბა რო­მე­ლი­მე რე­ფორ­მას ან პრო­ცესს, მათ შო­რის, პარ­ლა­მენ­ტში მიმ­დი­ნა­რეს. რა­ი­მე ტრა­გი­კუ­ლი არ ხდე­ბა. ვფიქ­რობ, ეს არის ჯან­სა­ღი პრო­ცე­სი და თუ მე ვნა­ხე, რომ ის პო­ზი­ცია, რო­მე­ლიც მე მაქვს, არ იქ­ნე­ბა გა­ზი­ა­რე­ბუ­ლი, ვი­ტყვი რომ ვცდე­ბო­დი და სხვა შე­ას­რუ­ლებს ჩემს უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბას. ჩემი წას­ვლის პრო­ცე­სი და­წყე­ბუ­ლი არ არის",- გა­ნა­ცხა­და წუ­ლუ­კი­ან­მა.

Ambebi.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი