"არ ერიდება ტყუილის თქმასაც, მოსამართლეების თემა ამოიდო იღლიაში და დაიწყო ლანძღვა-გინება"- მეთოფიშვილი ბესელიას დაუპირისპირდა

11 Mar 2019 14:03

მოსამართლე სერგო მეთოფიშვილი დეპუტატ ეკა ბესელიას ტყუილსა და ორმაგი სტანდარტებით მოქმედებაში ადანაშაულებს. სერგო მეთოფიშვილის შეფასებით, ეკა ბესელიას რეალურად სასამართლოს საკითხი არ აინტერესებს და „ოცნებიდან“ წასვლის მიზეზი გუნდში არსებული დაპირისპირება გახდა.


„ორმაგი სტანდარტებით  ხელმძღვანელობს. არ ერიდება ტყუილის თქმასაც,  ცუდი ის არის, რომ უცხოელ პარტნიორებსაც ატყუებს. როგორც აწყობს ისე იქცევა. სინამდვილეში მას არ აინტერესებს სასამართლო, მას პრობლემა შეექმნა თავის პარტიაში და მოსამართლეების თემა ამოიდო იღლიაში და დაიწყო ლანძღვა-გინება.


„როგორც 2018 წელს ეკა ბესელიამ აშშ-ს საელჩოს პოლიტიკურ ოფიცერთან შეხვედრისას განაცხადა - 2012 წლის შემდეგ სასამართლო სისტემაში გატარებული რეფორმების  შემდეგ  მნიშვნელოვანი პროგრესი იქნა მიღწეული  და სახეზეა დადებითი შედეგი. როგორ შეიძლება 2018 წელს მოსწონებოდა სასამართლო და დღეს  აღარ მოსწონს,“ - ამბობს მეთოფიშვილი.


რაც შეეხება მოსამართლეების შერჩევის წესთან დაკავშირებულ კანონპროექტს, რომელზეც სამუშაო ჯგუფი მსჯელობდა, სერგო მეთოფიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საკანონმდებლო ინიციატივა კონსტიტუციასთან წინააღმდეგობაში არ მოდიოდეს. 

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი