"თუ ახალ სახეებს ეძებენ, დაწუნებული ირაკლი ღარიბაშვილი როგორღა იპოვეს?! ძალიან სასაცილოა!"- ლევან ბერძენიშვილი

08 Mar 2019 04:13

"ქართული ოცნების" კოალიციის ყოფილი დეპუტატი ლევან ბერძენიშვილი გამოეხმაურა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მმართველმა პარტიამ ახალი სახეების შესარჩევად კერძო კომპანია დაიქირავა.


„ეს პარტია არ შედგა იმ უბრალო მიზეზით, რომ პარტიას თავისი წესები აქვს, თავისი შიდა დემოკრატია, აქვს განვითარების გეგმა... " ქართული ოცნება" კი ეს არის უბრალოდ ბიძინა ივანიშვილის ობიექტი, სადაც, რასაც უნდა, იმას იზამს. მაგალითად, ისე დანიშნა კაცი პოლიტიკურ მდივნად, რომ ყრილობა არ მოიწვია, არადა, წესდება პირდაპირ ავალდებულებდა. ასეთ კრებულში, სადაც წესები არ მოქმედებს, ბუნებრივია, საშველი არასდროს იქნება. ეს არ არის პოლიტიკური პარტია, მთელი მათი პრობლემა ამაშია. იქ პარტიული მუშაობა არც მიმდინარეობს და არც არასდროს ყოფილა. პარტია სულ სხვა ერთობაა, ამიტომ ყველაფერს, რასაც ახლა გააკეთებენ, იქნება ისევ ის, რაც აქამდე იყო. თუ კადრებს ეძებდნენ, ირაკლი ღარიბაშვილი როგორღა იპოვეს?! ამდენი ეძებეს და დაწუნებული ირაკლი ღარიბაშვილი იპოვეს?! ძალიან სასაცილოა," - განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.


როგორც ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი, "ქართულ ოცნებაში" ახალი წევრების მოზიდვის საქმე პარტიის გენერალურ მდივან კახი კალაძეს აქვს ჩაბარებული.ამასთან, არაოფიციალური ინფორმაციით, "ქართულ ოცნებას" ახალი სახეების შესარჩევად კერძო კომპანია ჰყავს დაქირავებული.

 


კომენტარები:

ფართი შოპი