გიორგი გახარიას ერთი თვის ხელფასი, მისი მეუღლის მთელი წლის ხელფასის ოდენობისაა

07 Mar 2019 03:24

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, გიორგი გახარიას, დაახლოებით ერთი თვის ხელფასი, მისი მეუღლის, მთელი წლის ხელფასის ოდენობისაა. 


როგორც შს მინისტრის მიერ,  01.06.2018-ში შევსებულ დეკლარაციაშია აღნიშნული, გახარიამ, თავისი შს მინისტრობის პირველი თვის და რამდენიმე დღის მანძილზე 10 127,57 ლარი მიიღო, ხოლო, მისმა მეუღლემ, არიკა ფანცულაიამ, რომელიც დეკლარაციის შევსების დროს ავერსის ცენტრალურ კლინიკაში ექიმ-ბაქტერიოლოგად მუშაობდა, მთელი წლის მანძილზე - 13 502,12 ლარი. 


აქვე, ისიც უნდა აღინიშნოს, რომ წლის იმავე პერიოდში, გახარიას მოადგილეების გასამრჯელო, მინისტრის შემოსავალზე,  თითქმის ორჯერ მეტი იყო და 17 ათას ლარს ცდებოდა. 


მიმდინარე წელს, შს მინისტრს, გასული წლის დეკლარაცია ჯერ არ წარმოუდგენია. 

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი