ორი მილიონამდე რუსულ და ქართულ ბანკებში, ბინები მოსკოვსა და თბილისში - რა ქონებას ფლობს თბილისის საკრებულოს დეპუტატი

02 Mar 2019 01:02

თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ თამარ ტალიაშვილმა, 2018 წლის 1 იანვრიდან - 31 დეკემბრის ჩათვლით, გასამრჯელოს სახით 49 920 ლარი მიიღო, ხოლო მისმა მეუღლემ, დავით კუხალაშვილმა, იურიდიული საქმიანობიდან 6 300 აშშ დოლარი.


მიმდინარე წლის 27 თებერვალს შევსებული დეკლარაციიდან ირკვევა, რომ  ტალიაშვილს ოჯახის მფლობელობაშია - 3 საცხოვრებელი ბინა და ავტოფარეხი თბილისში, 1 საცხოვრებელი ბინა მოსკოვში, საცხოვრებელი სახლი და ნაკვეთი ბორჯომში.



ასევე, ოჯახის საკუთრებაშია  - მერსედესი GL 450, 2006, რომლის ღირებულებაც, ამავე დეკლარაციის მიხედვით 45 000 ლარია.


აღსანიშნავია, რომ თბილისის საკრებულოს დეპუტატს, თამარ ტალიაშვილს, მოსკოვის Альфа-Банк- ში ორი ანაბარი აქვს გახსნილი. ერთი ანაბარის ოდენობა - 41 538,6914 აშშ დოლარია, მეორე - 21 219,2402 აშშ დოლარი, ამავე ბანკში, ტალიაშვილს, მიმდინარე ანგარიშზე - 9 626,96 აშშ დოლარი აქვს. ასევე, ოსკოვის როსბანკი-ში აქვს ტალიაშვილს 29 851,8594 აშშ დოლარი. 


საერთო ჯამში, საკრებულოს დეპუტატი, მოსკოვის ბანკებში - 102 236.751 აშშ  დოლარზე მეტ თანხას ინახავს.


როგორც ირკვევა, დეპუტატი, არც ქართულ ბანკებთანაა მწყრალად განწყობილი და მას „თიბისი“ ბანკის ანაბარზე 36 034,73 ევრო  აქვს,  ხოლო მიმდინარე ანგარიშზე  - 33 681 ლარი.


რაც შეეხება ტალიაშვილის მეუღლეს - მასაც, მოსკოვის Альфа-Банк- ში  აქვს ანგარიშები. კერძოდ, ანაბარზე - 41 621,75 აშშ დოლარი, ამავე ბანკის მიმდინარე ანგარიშზე -  8 000 რუსული რუბლი, ხოლო  მოსკოვის როსბანკი-ში 153 456,02 აშშ დოლარი, რაც საერთო ჯამში  - 195 198.77 აშშ დოლარია.


რაც შეეხება ქართულ ბანკებს -  ტალიაშვილის მეუღლეს, საქართველოს ბანკის ანაბარზე - 100 000 აშშ დოლარი აქვს, პრემიუმზე - 110 598 აშშ დოლარი, ხოლო მიმდინარე ანგარიშზე 382 აშშ დოლარი.


რაც შეეხება თამარ ტალიაშვილის 9 წლის ვაჟს -  მას, ანგარიშზე, მოსკოვის Альфа-Банк- ში  ორი ანაბარი უფიქსირდება, ორივე 42 624,24  აშშ დოლარი ოდენობის.


აღსანიშნავია, რომ საერთო ჯამში ტალიაშვილის ოჯახს, მოსკოვის ბანკებში - 382.434.751 აშშ დოლარი აქვთ, ხოლო ქართულ ბანკებში დაახლოებით - 251 992.5 დოლარი. საერთო ჯამში ტალიაშვილის ოჯახის კუთვინლებაში, დაახლოებით 634 427.251 აშშ დოლარია, რაც  ვალუტის  დღევანდელი კურსით  - 1, 690, 748.7634 ლარია. 

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი