შს მინისტრის მოადგილის 2018 წლის შემოსავალი 110 ათას ლარს შეადგენს და ის, მინისტრ გახარიას გასამარჯელოსაც აჭარბებს

01 Mar 2019 20:24

შს მინისტრის მოადგილემ, ნათია მეზვრიშვილმა, 2018 წლის მანძილზე, გასამრჯელოს სახით, 110, 432.42 ლარი მიიღო. ამ თანხიდან, 4 050 ლარი, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაწეული პედაგოგიური საქმიანობიდან ერგო, სადაც ის მიწვეულ პედაგოგად მუშაობს, დანარჩენი  106 382,42 ლარი კი, შს მინისტრის მოადგილის თანამდებობაზე მუშაობისთვის მიღებული თანხაა. (აღსანიშნავია, რომ მინისტრის მოადგილის შემოსავალმა, მინისტრ გახარიას  2018 წლის შემოსავალსაც კი გადააჭარბა,  (რომლის თაობაზეც დაწვრილებით შემდეგ მასალებში ვისაუბრებთ).


ასევე, აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ მინისტრის მოადგილის საშუალო ყოველთვიური შემოსავალი თითქმის 9 ათასი ლარია, რაც რიგითი პოლიციელების ხელფასს 9 -10 ჯერ აღემატება.


ნათია მეზვრიშვილის მიერ, 2019 წლის 27 თებერვალს შევსებულ დეკლარაციაში ნაჩვენებია, რომ მინისტრის მოადგილე ფლობს საცხოვრებელ ბინას, თბილისში, ჩხიკვაძის ქუჩაზე, რომელიც 2014 წელს შეიძინა  48 000 აშშ დოლარად, ამ დროს, ის უკვე მუშაობდა, საქართველოს მთავარი პროკურატურაში, საპროკურორო
საქმიანობაზე ზედამხედველობისა და სტრატეგიული განვითარების დეპარტამენტის უფროსად.


ამავე დეკლარაციის თანახმად, მეზვრიშვილის სახელზე ირიცხება: ტერა ბანკში, სახელფასო ანგარიშზე - 1955,07  ლარი, ხოლო "საქართველოს ბანკის" უნივერსალურ ანგარიშზე - 560,15 აშშ დოლარი.


ნათია მეზვრიშვილი სახელზევეა 57 500 აშშ დოლარის ოდენობის სესხი, საქართველოს ბანკში, რომლის უზრუნველსაყოფადაც გასულ წელს მან გასწია 8 520 აშშ დოლარის ოდენობის ხარჯი.


როგორც მეზვრიშვილის მიერ შევსებული დეკლარაციებიდან იკვეთება, მისი შემოსავალი პროკურატურიდან შს სამინისტროში გადმოსვლის შემდეგ  ორჯერ გაიზარდა, კერძოდ, თუკი პროკურატურაში  მისი 11 თვის ხელფასი  47 820 ლარი იყო, შს სამინსიტროში გადმოსვლის შემდეგ, ერთ თვეში, იმავე წელს 9 163 ლარი მიიღო, 2018 წლის მანძლზე კი მინისტრის მოადგილის გასამრჯელომ 110 ათას ლარს მიაღწია.



ნათია მეზვრიშვილი, შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ თავის მოადგილედ და შინაგან საქმეთა სამინისტროს საპარლამენტო მდივნად 2017 წლის ნოემბერში დანიშნა.


უწყების ცნობით, 2007-2009 წლებში ნათია მეზვრიშვილი ძველი თბილისის რაიონული პროკურატურის პროკურორი იყო. 2009-2013 წლებში კი საქართველოს მთავარ პროკურატურაში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, კერძოდ: საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის პროკურორი, ფინანსთა სამინისტროში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის პროკურორი, შს სამინისტროს რეგიონულ ტერიტორიულ ორგანოებში საპროკურორო საქმიანობაზე ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი, სტრატეგიული განვითარების სამმართველოს უფროსი, იურიდიული სამმართველოს უფროსი.

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი

კომენტარები:

ფართი შოპი