შინაგან საქმეთა სამინისტრო 200 ცალ კალკულატორს შეიძენს

28 Feb 2019 03:16

შს სამინისტრო 200 ცალ კალკულატორს შეიძენს. ამის შესახებ, სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ-გვერდზეა აღნიშნული.


შს სამინისტრომ,  2019 წლის 25 იანვარს ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა აუქციონის გარეშე, რომლის თანახმადაც 125 067.00  ლარის ოდენობის საკანცელარიო ნივთები უნდა შეეძინათ.


შესაძენი ნივთების სია საკმაოდ გრძელია. ჩამონათვალში, შთამბეჭდავი კალკულატორების რაოდენობა აღმოჩნდა. ერთი შეხედვით, თითქოს არაფერია საუცხოო იმაში, რომ სახელმწიფო უწყება კალკულატორებს ყიდულობს, თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საუბარია ძალოვან უწყებაზე, თანაც იმ ერაში, რომელშიც ნებისმიერი ტელეფონი და კომპიუტერი აღჭურვილია კალკულატორის ფუნქციით, თანაც, აღნიშნული ნივთების შესყიდვას, აღნიშნული უწყების მიერ ყოველწლიური ხასიათი აქვს, ბუნებრივია გაჩნდა კითხვა - ვისთვის და რა დანიშნულებისთვის დასჭირდა შს სამინისტროს ამ ოდენობის კალკულატორის შეძენა.


საინფორმაციო პორტალი „მხარე“ შს სამინისტროს პრესსამსახურს დაუკავშირდა. პორტალი, თითქმის ერთი კვირის მანძილზე ელოდა უწყებისგან განმარტებას ამ ნივთების დანიშნულების თაობაზე, თუმცა მათგან, რამდენიმე დღის შემდეგ, ძალიან მოკლე პასუხი მივიღეთ: სატენდერო დოკუმენტაციაში წერია, რისთვისაც გვჭირდებაო.


ცნობისთვის, მსგავსი დეტალები სატენდერო დოკუმენტაციაში გაწერილი არ არის.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი