წულუკიანის უწყებამ, იმ წიგნის პრეზენტაცია გამართა, რომელსაც შარშან უკვე გაუკეთდა პრეზენტაცია

28 Feb 2019 01:27

იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი პატარიძემ,  პატიმრობის საერთაშორისო სტანდარტებზე სახელმძღვანელოს პრეზენტაციაში მიიღო მონაწილეობა. 


ერთი შეხედვით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ პრეს-რელიზში, თითქოს არაფერია განსაკუთრებული, რომ არა ერთი გარემოება: აღნიშნული წიგნის პრეზენტაცია, ზუსტად ერთი წლის წინ, 28 თებერვალს უკვე გაიმართა.  ის, რომ აღნიშნული ღონისძიება უკვე ჩატარდა, უწყების ფეისბუქ-გვერდზე ატვირთული ფოტო და ვიდეო მასალითაც დასტურდება. როგორც ჩანს, სპეციალური პენიტენციური სამსახურის პრესსამსახურში იმ დონის საკადრო წმენდა ჩაატარა წულუკიანის პირველმა მოადგილემ, რომ პრესსამსახურში ერთი ადამიანიც კი არა დატოვა, ვისაც ისტორიული მეხსიერების დონეზე მაინც ემახსოვრებოდა, რომ ერთი წლის წინ იგივე ღონისძება უკვე ჩატარდა, გაშუქდა და მინიმუმ, ამ ფოტო და ვიდეო მასალას "ფეისბუქიდან" და  ვებ-გვერდიდან მაინც ჩახსნიდა. (თუ  ვინმე დატოვა და არ ახსოვს, ამ შემთხვევაზე უარესია!)


შესაბამისად, მთელი ღონისძება "უხერხულ" განცხადებებზე იყო აწყობილი. მაგალითისთვის: სპეციალური პენიტენციური სამსახურის გენერალური დირექტორმა გიორგი პატარიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აღნიშნული დოკუმენტი პენიტენციური დაწესებულებებისთვის იქნება (!) ერთგვარი სახელმძღვანელო, რომელიც თანამშრომლებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი პენიტენციური სისტემის მმართველობის განხორციელებაში დაეხმარება.


ღონისძიებას ესწრებოდნენ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტის - „პენიტენციური და პრობაციის სისტემების მხარდაჭერა“ ხელმძღვანელი რანდელ ბაროუზი, საერთაშორისო პარტნიორი და ადგილობრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები, რომელთაც წარმოდგენაც არ ჰქონდათ, რომ ერთი წლის წინ გამართული წიგნის პრეზენტაციის გადამეორებას ესწრებოდნენ. წარმოიდგინეთ, ეს ინფორმაცია  მათ ყურამდე რომ მივა, როგორი ზიანის მომტანი იქნება თავად უწყებისთვის. 


რით ხსნიან იუსტიციის სამინისტროში და სპეციალური პენიტენციური სამსახურში აღნიშნულ "ჩავარდნას",  საინფორმაციო პორტალ "მხარესთვის" ამ დროისთვის უცნობია და მათ პოზიციას მოგვიანებით გაგაცნობთ, თუმცა, ერთი რამ ცხადია, როგორც ჩანს, უწყების ყოფილი მმართველის, კახა კახიშვილის მიერ განხორციელებული სასჯელაღსრულების კარგად ნაქები რეფორმა იმდენად დაპაუზდა, ახალს რომ ვერაფერს აკეთებენ დღევანდელი მმართველები, ძველის გადამეორებაზე გადავიდნენ.  



2018 წელი:


2019 წელი:

 



loading...

კომენტარები:

ფართი შოპი