"მამა იოაკიმე ასათიანს მრევლმა როცა მიუტანა მასალას სახლის ასაშნებელად, მან წაიღო და ეკელსიას მოახმარა, ამაზე, რატომღაც არავინ საუბრობს" - ეპისკოპოსი მელქისედეკი

20 Feb 2019 19:34

"საქართველოს ეკლესიას ჰყავს ერთი სასულიერო პირი, მამა იოაკიმე ასათიანი, მას მრევლმა როცა მიუტანა მასალას სახლის ასაშნებელად, მან წაიღო და ეკელსიას მოახმარა ეს მასალა. ამაზე, რატომღაც არავინ საუბრობს. თუკი სერბეთის პატრიარქი ტროლეიბუსით დადიოდა, ჩვენ ვინ ვართ ასეთი?!"- აღნიშნავს ეკისკოპოსი მელქისედეკი (დიაკონიძე) გაზეთ "ალიასთან" საუბრისას. 


"ამ პირობებში, ის კი არ არის საოცრება, სასულიერო პირი ბენტლითი დადის, ან ის, რომ მისი ეკლესიის მრევლმა რომ აჩუქა, ან ათხოვა, ან სულაც ამ ეკლესიის მრევლმა რომ ეს შეძლო,  აქ საცორება ისაა, რომ მრევლის ეს შემოწირულობა მამაომ მაოხმარა თავის თავს და არა შეჭირვებულ ხალხს.


საქართველოს საპატრიარქოს 25 მილიონს აძლევს სახელმწიფო, რაც მიდის სასულიერო პირების ჯიბეებში. ეს 25 მილიონი მარტო რომ გაუნაწილონ შეჭირვებულ ხალხს, მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის, საქართველოს აღარ ეყოლება უსასოო ადამიანი. ღარიბი, შესაძლოა გვყავდეს, მაგრამ უქონელი არა. სამწუხაროდ, ამაზე არავინ არ ფიქრობს, მით უმეტეს ეკლესიაში."- აღნიშნავს ეპისკოპოსი. 



კომენტარები:

ფართი შოპი