"განათლების მინისტრის დანაშაულს აქვს კონკრეტული სახელი - ია კერზაიას მკვლელობა!" - ნიკა გვარამია

08 Feb 2019 03:38

რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორი, ნიკა გვარამია, "რა, სად, როდის" ყოფილ მონაწილეებს და ამჟამად დეპუტატებს ფეისბუქის საკუთარი გევრდიდან მიმართავს:


"აღარ ვაპირებ განათლების მინისტრად წოდებული ბატიაშვილის სერიოზულად განხილვას. არავითარი რეფორმები თუ ანტირეფორმები ჩემს მიერ აღარ იქნება შეფასებული. ეს კაცი არის დამნაშავე და არათუ თანამდებობაზე, თავისუფლებაზე არ უნდა იყოს. მის დანაშაულს აქვს კონკრეტული სახელი - ია კერზაიას მკვლელობა. სრული სოლიდარობა ივანიშვილის განათლების მკვლელი სისტემის მამხილებელ Bachana Shengeliaს. და სრული სირცხვილი მათ, ვინც მისი მეგობარია და გატრუნული ადევნებს თვალს ბაჩანას დედის გამოცხადებული სიკვდილის ქრონიკას.


გავიდა თქვენს მიერ საქმეში გასარკვევად მოთხოვნილი ერთი თვე. ყველაფერი ითქვა და სახეზეა! ამოიღეთ ხმა ახლა ან სამუდამოდ დადუმდით

George Mosidze
Levan Koberidze
Irina Pruidze
Gedevan Popkhadze

ps მოხსენით თეგები, თუ ეს გიშველით."


loading...

კომენტარები:

ფართი შოპი