თამარ ჟვანიამ, 2018 წლის მანძილზე, ანაზღაურების სახით 170 438 ლარი მიიღო

04 Feb 2019 16:31

ცესკოს თავმჯდომარემ, თამარ ჟვანიამ 2018 წლის მანძილზე, იანვარ-დეკემბრის თვეებში, ანაზღაურების სახით 170 438 ლარი მიიღო. ამ თანხიდან 139 838 ლარს ხელფასი შეადგენდა, ხოლო 30 600 ლარს დანამატი. (დაანგარიშებულია დარიცხული თანხა).


ცესკოს თავმჯდომარემ პატივი დაგვდო და 2018 წლის მანძლზე პრემია არ მიუღია.


ცესკოს მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში, მარტის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით პერიოდი, საარჩევნო პეიროდადაა აღნიშნული.


აღსანიშნავია, რომ თამარ ჟვანიას ხელფასი იანვარ-ივლისის თვეებში  8 500 ლარი იყო, აგვისტო-ნოემბრის თვეებში 17 000 ლარს, ხოლო დეკემბერში 12 338 ლარს შეადგენდა.


თვეების მიხედვით იცვლებოდა დანამატების ოდენობაც. თამარ ჟვანიას მიერ მიღებული დანამატი მარტის და აპრილის თვეში 4 200 ლარი იყო, მაისში 3 400 ლარი, აგვისტოში და სექტემბერში 2 550 ლარი,  ოქტომბერში 3 400 ლარი, ნოემბერში 4 250, ხოლო დეკემბერში 5 950  ლარი.


აღანიშნავია, რომ თამარ ჟვანიას მადა, 2017 წელთან შედარებით, 2018 წელს შესამჩნევად გაზრდილა. კერძოდ,  2017 წელს, ჟვანიას ანაზღაურება -149 174 ლარი იყო. აქედან ხელფასი იყო - 83 174 ლარი, დანამატი - 41 250, პრემია - 24 750 ლარი.  


ბოლო ორი წლის მანძილზე მიღებულ შემოსავლებს შორის სხვაობა 21 264 ლარია.




გასული წლის 24 დეკემბერს, თამარ ჟვანია,  ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ 5 წლის ვადით ხელმეორედ აირჩიეს. ეს იყო პირველი შემთხვევაა, როდესაც ცესკოს თავმჯდომარე მეორე ვადით დაინიშნა.


მისი კომენტარი, დანიშვნის შემდეგ ასეთი იყო:


„პირველი თავმჯდომარე ვარ, რომელმაც სრული ვადა გავძელი და გავიტანე ასე ვთქვათ ბოლომდე და სრულყოფილად დავასრულე ჩემი პირველი ვადა, რომელიც დასრულდა ამ არჩევნების დასრულებისთანავე. მე ვფიქრობ, რომ ის გამოცდილება რაც მე საარჩევნო ადმინისტრაციაში მივიღე არის ძალიან განსხვავებული იმ პერსპექტივიდან, რაც მე 5 წლის წინ მაგალითად მეგონა, რომ საარჩევნო ადმინისტრაციაში იყო", - გვითხრა თამარ ჟვანიამ.


მართალი ხართ, ქალბატონო თამარ, გაძლება უნდა ამ ოდენობის თანხების ხვრეპას, იმ პირობებში, როდესაც თქვენზე ბევრად კვალიფიციური კადრები ისეთ ხელფასზე ოცნებობენ, რომელიც ორი ნულით ბოლოვდება, ბოლოს კი ქვეყნიდან გარბიან; ბავშვები შიმშილით და მკურნალობის თანხების უქონლობის გამო იღუპებიან; ხალხი უკუდურესი გაჭირვების ზღვარზეა, რის გამოც უფასო სასადილოებთან შეჭირვებულ ადამიანთა რიგი დგას...


უკვე წარმოგვიდგენია, რა იქნება თქვენი შემოსავალი 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში, როდესაც ხელისუფლებას გამარჯვება კიდევ უფრო გაუჭრდება.


გაძლებაც მოგიწვეთ და გაძლებაც...

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი