" სკოლას მნიშვნელობა უნდა შეეცვალოს, ყველაფერი ძირფესვიანადაა შესაცვლელი"- ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან

30 Jan 2019 00:56

2020 წლიდან სკოლებში გამოსაშვები გამოცდები მოიხსნება. ინფორმაცია, ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ გაავრცელა.


მისი თქმით, ძირითადი ცვლილებები 2020 წელს ამოქმედდება. მანამდე კი, კერძოდ, 2019 წელს მე-11 კლასის მოსწავლეებისთვის გაუქმდება გამოსაშვები გამოცდები, თუმცა აღნიშნული გამოცდები წელს შენარჩუნდება მეთორმეტე კლასელებისთვის.


მისივე განმარტებით, 2020 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ზოგადი უნარების გამოცდა სავალდებულო აღარ იქნება.


საინფორმაციო პორტალ "მხარეს" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთი ლიდერი, ლევან ბერძენიშვილი ესაუბრა:



_ამ ხედვების განხორციელება იქნებოდა სწორი, მაგრამ საკითხავია, გადაადგმევინებენ თუ არა სამინისტროს ამ ნაბიჯს, იმდენად მძიმე რეაქცია გამოიწვია საზოგადოებაში და  დაინტერესებულ ჯგუფებში.


მშობლიური ენა და ლიტერატურა, უცხო ენა, ისტორია - ჰუმანიტარების შემთხვევაში და მათემატიკა, ტექნიკური მიმართულებისათვის არის სწორი, ეს არის სწორი გადაწყვეტა, რომელსაც მიაგნო მსოფლიომ, მაგრამ ჩვენ გავხდით ცდების მსხვეპრლი.  ზოგადი უნარ-ჩვევების მიხედვით გრანტის გაცემა იყო ძალიან დიდი სისულელე, ამას ვამბობდი თავიდანვე, მაგრამ არ დამიჯერეს.


რაც შეეხება სკოლის მოსწავლეებისთვის  საატესტატო გამოცდების მოხსნას  - ამაზე რთულია რაიმეს თქმა. საერთოდ, სკოლას უნდა შეეცვალოს მნიშვნელობა. ყველაფერი ძირფესვიანადაა შესაცვლელი.


_ „ამ ცვლილებების გატარების შემდეგ, ჩვეულებრივ დავუბრინდებით იმ პოზიციას, საიდანაც წლების მანძილზე, დიდი ძალისხმვის შედეგად გამოვედით. ამ სიახლის ამოქმედების შემდეგ, მივიღებთ სკოლებში კორუფციის დაბრუნებას. ჩვენ ბევრი კეთილსინდისიერი პედაგოგი გვყავს, თუმცა არიან ისეთებიც, ვინც ნიშნების წერაში ფულს აიღებენ.“- ეს მოსაზრება განათლების და მეცნიერების ყოფილ მინისტრს, დიმიტრი შაშკინს ეკუთვნის. თქვენ რას ფიქრობთ სკოლებში კორუფციის დაბრუნებაზე?


_დიმიტრი შაშკინი რას იტყვის აბა?! მან მოიგონა ის სისულელე და თავის თავს იცავს ახლა.ეს გასაგებია, მაგრამ რატომ უნდა ვუსმენდეთ დიმიტრი შაშკინს, რა კავშირი ჰქონდა საერთოდ განათლებასთან?! ან რანაირად დაგვამახსოვრა თავი?! მისი მინისტრობა იყო ექსპერიმენტი და კიდევ ბევრის მინისტრობა.


რაც შეეხება კორუფციას - მოსწავლეები დადიან სკოლაში და დამატებით ფულს უხდიან მასწავლებლებს, რომ რაიმე ისწავლონ. კორუფცია არის უკვე სკოლებში და ის განათლების არსებულმა სისტემამ შექმნა სკოლებში.


ქვეყანაში, იმ სისტემის პირობებში, სადაც ადამიანი სკოლაში სწავლობს და დამატებით მომზადება ესაჭიროება, საერთოდ გასაუქმებელია და დასასჯელია ყველა, ვინც ის შექმნა. დღეს სკოლა არ არსებობს და მასწავლებლები იმიტომ დადიან, რომ დამატებით რაიმე შემოსავალი მიიღონ მოსწავლეებისგან. სამწუხაროდ. დღეს რომ გამოდიან და აკრიტიკებენ გარკვეულ საკითხებს, ბევრი მათგანი თავად იყო მინისტრი და არაფერი სასიკეთო არ გაუკეთებიათ. აბა ჩვენ დროს, სკოლის მასწავლებელებს ვენდობოდით და დამატებით არ ვმეცადინეობდით არც ერთ საგანში. სკოლაში მიღებული ცოდნით მოვეწყვე ორ უმაღლეს სასწავლებელში. თუ ვინმეს უნდა რომ მე-12 კლასელებმა სკოლაში იარონ, მე-12 კლასს უნდა გაუჩინონ შინაარსი. მოსწავლეების დასაბმელად მარტო არ უნდა არსებობდეს საატესტატო გამოცდები.


_12-ე კლასზე როგორია თქვენი მოსაზრება. რამდენად არსებობს დღეს მისი საჭიროება?


_ხელაღებით ვერ ვიტყვი, მაგრამ თუ ვერ ვავსებთ შინაარსით, მაშინ არ არის საჭირო. თუ არადა, უნდა შევავსოთ შესაბამისი შინაარსით. ვინც ამბობს, რომ 12-ე კლასში გამოცდებით უნდა დააბან მოსწავლეები, დამერწმუნეთ, ასეთ ადამიანს განათლების სფეროსთან ახლოსაც არ გაუვლია. თუ ვერ ავსებენ სხვა შინაარსით, შეუძლიათ მთელი წელი „ვეფხისტყაოსანი“ ასწავლონ, როგორ მსოფლიოში „შექსპირს“ ასწავლიან. თუ არ იციან ჩვენ გვკითხონ და ვასწვალით.


_ტრადიციასავით გახდა, რომ მინისტრი ბატიაშვილი, ხისტი გადაწყვეტილებებით გამოდის, თითქმის ყოველი გამოჩენის დროს. როგორ შეაფასებდით მის მიერ განხორციელებულ აქტივობებს?


_ამ იდეებს, რაზეც ზემოთ ვისაუვრეთ - დადებითად, ისე კი, არაფერი განსაკუთრებული არ მინახავს მის მიერ გაკეთებული - არც კარგი, არც ცუდი. ისე კი, უფრო თუ გაზრდის სკოლის მნიშვნელობას ძალიან კარგი იქნება.   

ავტორი: მარეხი ჩარქსელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი