"მეგობრობიდან კვარტეტამდე" - კვარტეტი "ივერი" ახალ წელს ახალი გეგმებით იწყებს

22 Jan 2019 02:24

კვარტეტი "ივერი", ცოტა ხანია რაც ჩამოყალიბდა. მიუხედავად იმისა, რომ მისი არსებობის ისტორია არ ითვლის დიდ დროს, მას უკვე ჰყავს მსმენელთა გარკვეული წრე, რომელმაც შეიყვარა მათი შემოქმედება და ეს წრე კიდევ უფრო ფართოვდება. 


კვარტეტის წევრები მეგობრობამ გააერთიანა. "ოთხივე წევრი, სხვადასხვა ანსამბლებში ვმღერივართ. ქალაქურ სიმღერასთან ერთად, ვასრულებთ ხალხურ სიმღერებსაც, რომელიც თავისი სირთულით გამოირჩევა. თითქმის ბავშვობიდან სცენაზე ვდგავართ და შესაბამისად,  კარგი გამოცდილებაც დაგვიგროვდა."- გვეუბნება კვარტეტის ერთ-ერთი წევრი მერაბ მაისურაძე.


მათი გამოცდილება, მარტო ზემოთაღნიშნულით არ ამოწურულა.


"დროდადრო დავდიოდით კორპორატიულ საღამოებზე, სხვადასხვა  ტურისტულ კომპანიებთან გვქონდა ხელშეკრულებები გაფორმებული, ტურისტებისთვის ვატარებიდით  მინიკონცერტებს და ვაცნობდით ქართული-ქალაქურ მრავალხმიანობას. შემდეგ სტაბილურად დავიწყეთ თანამშრომლობა ჯგუფ "წისქვილთან" და აქედან გაჩნდა კვარტეტის ჩამოყალიბების იდეაც.."- გვიყვება მერაბი.


კვარტეტს, ხელმძღვანელი არ ჰყავს. ბიჭები, თავადვე, მათი გემოვნების მიხედვით არჩევენ სიმღერებს, შემდეგ მათ სტილში ამუშავებენ და აცნობენ მსმენელს. "ცოტა რთულია ეს ყველაფერი, იქედან გამომდინარე, რომ ჩვენ წინა თაობებზე აღზრდილი ახალგაზრდები ვართ, რომლებიც ზედმიწევნით კარგად ასრულებდნენ",- აღნიშნავს მერაბ მაისურაძე.


მერაბმა, საინფორმაციო პორტალ "მხარეს" კვარტეტის გეგმებიც გააცნო:


"სამომავლო გეგმები ძალიან დიდი გვაქვს. ვაპირებთ ჩავწეროთ დღემდე გაუჟღერებელი ქალაქური სიმღერები, რომლებიც ჩვენს საერთო სამეგობროში, ძალიან ბევრს აქვს დაწერილი. ახალი სიმღერების ჩაწერა არამარტო ჩვენთვის იქნება ერთგვარი გამოწვევა, არამედ იმ ახალგაზრდებისთვისაც, რომლებიც ქმნიან ძალიან კარგ, მელოდიურ სიმღერებსა და კომპოზიციებს.  


გარდა ამისა, ყოველწლიურად ტარდება ქალაქური სიმღერისა და მუსიკის საღამოები, რომლებშიც აუცილებლად მივიღებთ მონაწილეობას. ამასთანავე, სულ მალე ტელე-სივრცეშიც მოისმენენ ჩვენს სიმღერებს. დანარჩენი ხალხმა შეაფასოს. ეს იმ მცირე გეგმათა ჩამონათვალია, რომლის განხორციელებასაც სამომავლოდ აპირებს კვარტეტი "ივერი".- გვითხრა მერაბ მაუსურაძემ.


საინფორმაციო პორტალი "მხარე" წარმატებებს უსურვებს კვარტეტ "ივერის".




loading...

კომენტარები:

ფართი შოპი
ფართი შოპი ფეიერვერკი და სპეცეფექტები ბუშტების სამყარო სადღესასწაულო ტრანსპორტი ფურშეტის და ქეითერინგის მომსახურება ტორტები და ნამცხვრები ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები ლიმუზინის ქირაობა limuzini daqiraveba limuzini qiraoba limuzini ლიმუზინის მომსახურება ლიმუზინი გამოძახებით saqorwilo limuzinis qiraoba hameris limuzinis daqiraveba hameris limuzini limuzinis gaqiraveba qutaisi limuzinis qiraoba kutaisi limuzinis qiraoba batumshi limuzinis momsaxureba limuzinis gaqiraveba tbilisi limuzinis gaqiraveba limuzinis qiraoba tbilisi ლიმუზინის დაქირავება მანქანის გაქირავება ქორწილისთვის ლიმუზინის გაქირავება ქირავდება ლიმუზინი ჰამერის ლიმუზინის ქირაობა limuzinis qiraoba