უკრაინელი ექიმი: სამკვირიანი დასვენება, სოფელში, იმუნიტეტს ბოლომდე აღადგენს

06 Jul 2017 01:46

უკრაინელი ექიმი, ევგენი კომაროვსკი ყურადღებას იმუნიტეტის ამაღლებაზე ამახვილებს. კითხვაზე, როგორ უნდა მოიქცნენ ხშირად მოავადე ბავშვების მშობლები და რომელია საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის, პედიატრი საინტერესო რეკომენდაციებს იძლევა.


„საუკეთესო ადგილი დასვენებისთვის არის იქ, სადაც ნაკლებია ცივილიზაცია, სადაც არის მოძრაობის შეუზღუდავი შესაძლებლობები, ცოტა ხალხი, ნაკლები ინფექცია, ქიმია და მაქსიმალურად ნატურალური საკვები. აქედან გამომდინარე დასვენება სოფლად ეს იდეალური ვარიანტია. მთავარია გახსოვდეთ, რომ სოფელში ჩასული ბავშვი მუდამ გარეთ, ჰაერზე უნდა იყოს და არც ერთი წუთი არ უნდა გაატაროს პლანჰშეტთან. მე ხშირად ვამბობ, როგორია სკოლამდელი ასკის ბავშვებისთვის იდეალური დასვენების ადგილი. სახლი სოფელში, გასაბერი ბასეინი, ბევრი ქვიშა და წყალი. ანუ ადგილი, სადაც საპნის არსებობის შესახებ შეგიძლიათ დაივიწყოთ, სადაც ბავშვი ტრუსების ამარა დარბის და მას არავინ არაფერს უკრძალავს. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ სამკვირიანი დასვენება  სოფელში იმუნიტეტს ბოლომდე აღადგენს", - ამბობს ექიმი კომაროვსკი.


 წყარო: ფორტუნა

კომენტარები: