ტრამპი აშშ-ის მოქალაქეობის მიღებას გაამარტივებს

12 Jan 2019 03:45

დონალდ ტრამპის თქმით, მისი ადმინისტრაცია უცხოელი მუშა ხელისთვის ვიზების გაცემის პროგრამის ცვლილებას გეგმავს. ამის შესახებ ინფორმაციას bm.ge ავრცელებს.



პრეზიდენტმა საკუთარ ტვიტერზე განაცხადა, რომ H1-B სახის ვიზის მეშვეობით გაცილებით მარტივი გახდება მოქალაქეობის მიღება.



მისი თქმით, ეს ერთ-ერთი გზაა იმისთვის, რომ აღკვეთოს არალეგალური შესვლა აშშ-ის საზღვრებში, რის გამოც ამჟამად კონგრესთან  ცხარე კამათი უწევს.


„H1-B ვიზის მქონე ადამიანებისთვის სიახლეების დანერგვა იგეგმება; თქვენთვის გაცილებით გამარტივდება აშშ-ში დარჩენა და მოქალაქეობის მიღების შანსიც გაიზრდება. ჩვენ გვსურს, მონდომებულ, ნიჭიერ და მაღალკვალიფიციურ ადამიანებს შევთავაზოთ შესაბამისი პირობები ჩვენს ქვეყანაში“, - განაცხადა ტრამპმა.


ინფორმაციისთვის: H1-B ვიზის პროგრამა ამერიკულ კომპანიებს რთავს ნებას, დაიქირავონ უცხო ქვეყნის მოქალაქეები წინასწარ განსაზღვრულ პოზიციებზე. ტრამპის ადმინისტრაციამ გასულ წელს განაცხადა, რომ პროგრამას გადახედავდნენ, თუმცა დღემდე სხვა დეტალები ცნობილი არ იყო.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი