"ყოველთვიურ ხელფასს გადავრიცხავ ფონდში, მე უკვე ვიღებ საფრანგეთის დაგროვებით პენსიას, რომელიც სავსებით მყოფნის"- სალომე ზურაბიშვილი

12 Jan 2019 03:33

საქართველოს პრეზიდენტი კუთვნილ ხელფასს არ აიღებს და საჭიროებისამებს, სპეციალურ ფონდში გადარიცხავს.  ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საფრანგეთისგან მიღებულ დაგროვებით პენსიას იღებს, რაც სრულიად საკმარისია მისთვის, ხოლო პრეზიდენტის ხელფასს ის სხვა საჭიროებებს მოახმარს, რომელიც წაადგება ქვეყანას.


„ასეთი ფონდი აუცილებელია, რადგანაც პრეზიდენტი უნდა იყოს ერთგვარი მფარველი, ამიტომ გადავწყვიტეთ მოვძებნოთ შესაბამისი იურიდიული ფორმა. ფონდი იმოქმედებს ჩემი ეგიდით და საზოგადოებრივი პირების დახმარებით.


იმედი მაქვს, რომ სხვებიც მომყვებიან ამ წამოწყებაში. ვაპირებ,ჩემი ყოველთვიური ხელფასი გადავრიცხო ამ ფონდში, რადგანაც მე უკვე ვიღებ საფრანგეთის დაგროვებით პენსიას, რომელიც სავსებით მყოფნის.


ასე რომ, შემიძლია ჩემი როგორც პრეზიდენტის სარგო მოვახმარო იმ საჭიროებებს, რასაც ჩავთლით მნიშვნელოვნად ქველმოქმედებისთვის. ფონდი იქნება სრულად გამჭივრვალე, რათა ერთად გადავწყვიტოთ რა არის მნივშნელოვანი“,- განაცხადა პრეზიდენტმა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი