პრეზიდენტმა ცესკოს წევრის ვაკანტურ ადგილზე გიორგი შარაბიძის და ნათია იოსელიანის კანდიდატურები წარუდგინა

12 Jan 2019 02:38

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პარლამენტს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის ვაკანტურ ადგილზე ორი კანდიდატი  განსახილველად წარუდგინა


საქართველოს ორგანული კანონის „ საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მე - 12 მუხლის მე - 8 პუნქტის შესაბამისად, საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრის გიორგი შარაბიძის უფლებამოსილების ვადის გასვლასთან დაკავშირებით წარმოშობილ ერთ ვაკანტურ თანამდებობაზე ასარჩევად ღია კონკურსის საფუძველზე შეირჩა ორი ახალი კანდიდატურა: გიორგი შარაბიძე და ნათია იოსელიანი.


სალომე ზურაბიშვილმა ზემოთ ხსენებული კანდიდატები, 10 იანვარს საქართველოს პარლამენტს განსახილველად წარუდგინა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი