პრემიერის გადაწყვეტიელბით, პრეპარატ „ტამიფლუს“ საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს

12 Jan 2019 02:07

საქართველოს პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძის გადაწყვეტილებით, პრეპარატ „ტამიფლუს“, ექიმის დანიშნულების შემთხვევაში, საქართველოს ყველა მოქალაქე უფასოდ მიიღებს.


მთავრობის მეთაურის დავალების შესაბამისად, ჯანდაცვის სამინისტრო უზრუნველყოფს, რომ გარკვეული პერიოდის - პიკის განმავლობაში, „ტამიფლუ“ უფასო იყოს ყველასთვის, ვისაც ექიმის დანიშნულება ექნება.


"მთავრობის აღნიშნული გადაწყვეტილება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ავადობის შემცირებას."- განმარტავენ მთავრობაში. 


პრეპარატი თავიდანვე უფასოდ მიეწოდებოდათ ორსულ და სოციალურად დაუცველ პირებს.


კომენტარები:

ფართი შოპი