"ნაკლებად მნიშვნელოვანია, ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან"- დიმიტრი ცქიტიშვილი

11 Jan 2019 12:45

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ცქიტიშვილიმიიჩნევს, რომ პარლამენტი სასამართლოსთან დაკავშირებით თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას.


„საგაზაფხულო სესიის განმავლობაში მსჯელობა გვექნება და მივიღებთ გადაწყვეტილებებს მოსამართლეებთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ჩვენ მივიღებთ ისეთ გადაწყვეტილებას, რომელიც წაადგება სასამართლოს და მის რეპუტაციას. სწორი პროცესი წარიმართება პარლამენტში, პარლამენტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილებები და პარლამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში აუცილებლად მიიღებს სწორ გადაწყვეტილებას, ხოლო ამბოხებული დეპუტატები რას იტყვიან, ნაკლებად მნიშვნელოვანია“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი