აფთიაქი „ჯპს“ ხვალიდან, გრიპის ვირუსზე მოსახლეობის უფასო ვაქცინაციას იწყებს

11 Jan 2019 01:55


გრიპის ვირუსის მომატებული შემთხვევების ფონზე აფთიაქი „ჯპს“ პრევენციის მიზნით მის ნაშთზე არსებული გრიპის ვაქცინების სრულ რაოდენობას - 1500 ვაქცინას მოსახლეობის ვაქცინაციისთვის უსასყიდლოდ გამოყოფს. 


11 იანვრიდან, გრიპის უფასო ვაქცინაცია შესაძლებელი იქნება აფთიაქის ექსპრეს კლინიკებში შემდეგ 3 მისამართზე: პეკინის #23/25; ვაჟა ფშაველას #71; ჭავჭავაძის #24. 


 უფასო ვაქცინაცია დღის განმავლობაში  10:00დან - 20:00 საათმდე გაგრძელდება და ნაშთის სრულ ამოწურვამდე იწარმოებს.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი