"საკუთარი თავი თქვენვე დაიცავით, მინიმუმ, ცრემლსადენი გაზი იქონიეთ ჯიბეში", - მუხიანში კაცმა ქალი ელექტროშოკით გათიშა და გააუპატიურა

11 Jan 2019 01:39


სოციალური ქსელისმომხმარებელი ახალგაზრდა ქალი"ფეისბუქში" წერს, რომ გლდანისრაიონში, გობრონიძის ქუჩაზეუცნობი პიროვნებაელექტროშოკით თავს დაესხა დამასზე იძალადა. 


"საერთოდ წინააღმდეგი ვარემოციური პოსტების... მინდაგაფრთხილდეთ, უმეტესადმდედრებს მივმართავ. რაც მეგადამხდა თავს მტერს არვუსურვებ. 30 დეკემბერს ღამის 9-დან 10-ის ნახევრის ინტერვალშიგლდანში, გობრონიძის ქუჩიდანმიმავალი საცალფეხო ბილიკზე,რომელიც მუხიანის დასახლებასაკავშირებს, ელექტროშოკის ოთხიდარტყმით პარალიზება მოახდინადა ჩემზე იძალადა. გადავრჩი,რადგან ელექტროშოკერი,როგორც მოგეხსენებათ ხშირშემთხვევაში გულს აჩერებს.საკუთარი თავი თქვენვე დაიცავით.მინიმუმ, ცრემლსადენი გაზიიქონიეთ ჯიბეში. გაფრთხილდით", -წერს დაზარალებული. 


"პრაიმტაიმმა" ინფორმაციაშინაგან საქმეთა სამინისტროშიგადაამოწმა. უწყებაშიგანგვიმარტეს, რომ თბილისისპოლიციის დეპარტამენტისგლდანი-ნაძალადევისსამმართველოს თანამშრომლებმა,ძალადობის ფაქტზე, 1995 წელსდაბადებული რ.ა 31 დეკემბერსმუხიანში დააკავეს.


"გამოძიებით დადგინდა, რომ რ.ა- მ30 დეკემბერს მუხიანისდასახლებაში ელექტროშოკისგამოყენებით 1984 წელსდაბადებულ ქალს სხეულისდაზიანება მიაყენა, მასზე იძალადადა შემთხვევის ადგილიდანმიიმალა. პოლიციამ ცხელ კვალზეჩატარებული ოპერატიულიღონისძიებებით ბრალდებულიდანაშაულის ჩადენიდანრამდენიმე საათში დააკავა.სამართალდამცველებმაბრალდებულის საცხოვრებელისახლის ჩხრეკისას ელექტრო შოკიდა სხვა ნივთმტკიცებებიამოიღეს. ამჟამად ბრალდებულსსასამართლოს გადაწყვეტილებითაღკვეთი ღონისძიების სახითწინასწარი პატიმრობა აქვსშეფარდებული", - განუცხადეს"პრაიმტაიმს" შსს-ში. 


გამოძიება სისხლის სამართლისკოდექსის 137-ე მუხლის I ნაწილითმიმდინარეობს. დანაშაული 6იდან 8 წლამდე თავისუფლებისაღკვეთას ითვალისწინებს.


პრაიმტაიმი

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი