მარიხუანა იწვევს ფსიქიკურ აშლილობას და ძალადობისკენ მიდრეკილებას - Daily mail

11 Jan 2019 00:47

New York Times-ის ყოფილმა რეპორტიორმა, ალექს ბერენსონმა გამოქვეყნა წიგნი Tell Your Children: The Truth About Marijuana, Mental Illness, and Violence(მოუყევით თქვენს ბავშვებს სიმართლე მარიხუანას შესახებ, ფსიქიკური დაავადება და ძალადობა).


წიგნში არის იმის მტკიცებულება, რომ მარიხუანას ლეგალიზაციის შემდეგ ვაშინგტონში მკვეთრად გაიზარდა მკვლელობები, ამის გარდა, ავტორი ამტკიცებს, რომ კანაფი იწვევს აგრესიას, ფსიქოზს, თვითმკვლელობისადმი და ძალადობისადმი მიდრეკილებას. - იუწყება Daily mail-ი.

ბერენსონს წიგნში მოჰყავს სხვადასხვა კვლევების შედეგები, სტატისტიკა(მათ შორის მკვლელობების, ), ფსიქოლოგთა დასკვნები. მარიხუანას ლეგალიზაციის შემდეგ ვაშინგტონის შტატში(2014) გაიზარდა ფსიქოზით დაავადებულთა რიცხვიც.

ბერენსონი დასკვნით ნაწილში აღნიშნავს, რომ აღარაა საჭირო ახალი მონაცემები და მტკიცებულება, თუ რა გავლენას ახდენს მარიხუანა.

აღსანიშნავია, რომ კანადაშიც(სადაც მარიხუანას ლეგალიზება მოხდა)მეცნიერთა ჯგუფმა მონრეალიდან კვლევის შედეგად დაასკვნა, რომ "კანაბისის მიღება მომავალში იწვევს ძალადობრივ ქმედებას".დაკვირვება მიმდინარეობდა 1136 მამაკაცზე და ქალზე, რომლებიც ფსიქიატრიულ განყოფილებებში გადიოდნენ მკურნალობას აშშ-ს სამ ქალაქში(მისური, მასაჩუსეტსი და პიტსბურგი). კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ის ადამიანები, ვინც მარიხუანას ეწეოდნენ, ორმაგი აგრესიით გამოირჩეოდნენ.

იგივე დასკვნა დადო შარშან პროფესორმა რობინ მიურეიმ ლონდონის სამეფო კოლეჯიდან 10 სხვადასხვა კვლევის საფუძველზე, - მარიხუანას მოხმარება საბოლოოდ ნერვიულ ფსიქოზს იწვევს.


"ინტერმედია"

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი