ემიგრანტები, პრეპარატ "ტამიფლუს" ღორის გრიპით დაავადებულებს გაუგზავნიან

10 Jan 2019 23:39

ემიგრანტი თეა ხასაია სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართვას ავრცელებს:


„სტამბულში მყოფო ქართველებო, ვინმემ გაუკეთეთ ორგანიზება, გავაგზავნოთ საქართველოში ღორის გრიპის წამალი ტამიფლუ და ახლა სხვა წამალიც გავიგე, რითაც თურქეთი კურნავს ღორის გრიპით დაავადებულთ. აქ 39 ლირამდე ღირს. რამდენიმე კოლოფი, ვის რამდენიც შეგვიძლია, ერთიც რომ შეგეძლოთ, ვიყიდოთ და მოვიფიქროთ, რანაირად შევძლებთ გაგზავნას. რას იტყვით... მე ვერ ვუკეთებ ორგანიზებას, მოუცლელი სამსახურის გამო. კვირას ვისვენებ, შევხვდეთ სადმე, მოვიფიქროთ, საქართველოში გაჭირვებულ ავადმყოფებს მივაწოდოთ... უფალი გფარავდეთ თქვენ და თქვენს ახლობლებს, სრულიად საქართველოს. მინდა სხვა ქვეყნის ემიგრანტებმაც გადააზიაროთ და ააგროვოთ წამალი. დავდგეთ ფეხზე. განსაცდელი გვიდგას ყველას", -წერს ხასაია.



კომენტარები:

ფართი შოპი