"თუკი მოსამართლეების ეს სია დამტკიცდება, შესაძლოა, პარლამენტში ტროტილით მივიდე და თავი ავიფეთქო"- გედევან ფოფხაძე

10 Jan 2019 23:17

ქართული ოცნების" წევრი, გედევან ფოფხაძე აცხადებს, რომ თუკი უზენაესი მოსამართლეების სიას დაამტკიცებენ, უკიდურეს ზომებს მიმართავს:


"თუ ეს სია დამტკიცდება, მე ძალიან გავბრაზდები. წამოსვლა ამ შემთხვევაში შეიძლება ვერც მოვახერხო... ძალიან გავბრაზდები, ჭკუიდან გადავალ, არაადეკვატური გავხდები... რაში გამოიხატება ეს, მერე ვნახოთ. ტერორიზმშიც შეიძლება გამოიხატოს, ავიფეთქო თავი, პარლამენტში ტროტილით მივიდე”, შეიძლება საერთოდ არაადეკვატური გავხდე და ისეთი რამე გავაკეთო, რაც სისხლის სამართლის კოდექსს ეწინააღმდეგება", - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი