"ნაცვლად იმისა, რომ დედაქალაქის მერია საგანგებო რეჟიმზე იყოს გადასული, კახა კალაძე შვეიცარიაში პოზირებს" - ლევან ხაბეიშვილი

09 Jan 2019 15:19

”ნაციონალური მოძრაობა” თბილისში სასწრაფო სამედიცინო სამსახურის გაუმართავ და არაორგანიზებულ მუშაობაზე საუბრობს და პასუხისმგებლობას დედაქალაქის მერს აკისრებს. საკრებულოს დეპუტატი ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ პრობლემას მოსახლეობის არაინფორმირებულობაც ქმნის, როგორ უნდა დაიცვას თავი გრიპის ვირუსისგან.


ხაბეიშვილი მიმართავს შესაბამის უწყებებს, რომ გრიპის ვირუსის საწინააღმდეგო აცრა უფასოდ ჩაუტარდეს იმ მოსახლეობას, რომლის შემოსავალი 40 ათას ლარს არ აღემატება. მისივე თქმით, სააფთიაქო ქსელში რამდენიმე მნიშვნელოვანი მედიკამენტის დეფიციტიც არის.


„ნაცვლად იმისა, რომ დედაქალაქის მერია და უმრავლესობა საგანგებო რეჟიმზე იყოს გადასული, იმიტომ რომ ჩვენი თანამოქალაქეები, ასობით ათასი ადამიანი ებრძვის ეპიდემიას. ეს ადამიანი შვეიცარიაში პოზირებს და დღემდე არ გაუკეთებია არცერთი განცხადება. მოვითხოვთ დედაქალაქის მერისგან სასწრაფოდ გააკეთოს განცხადება, შეწყვიტოს შვებულება მან და მისმა ჩინოვნიკებმა, რომლებსაც ჯერ საცივიდან არ ამოუღიათ თავი, შეიმუშაონ კონკრეტული გეგმა“-ამბობს ლევან ხაბეიშვილი.



loading...

კომენტარები:

ფართი შოპი