"განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ძილისწინა ფიქრებს..."- ნათია ფანჯიკიძე

09 Jan 2019 12:21

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ძილისწინა ფიქრებს. ძილი ხომ სიმბოლური სიკვდილი, რეპეტიციაა და ახალი დაბადებისთვის სამზადისია საბანში გამოხვეული ადამიანის ფიქრები. ბავშვობაში ჩაძინებამდე უამრავს ვფიქრობდი, იმდენს, რომ შინაარსებიც კი მახსოვს იმ ფიქრების, ზოგიერთი ფიქრი სერიებად მქონდა გაშლილი. ახლა, ბალიშზე თავს დავდებ თუარა, მძინავს. დილას ვცდილობ გავიხსენო, რაზე ვფიქრობდი ძილის წინ და იმედგაცრუებული აღმოვაჩენ, რომ ფიქრი საერთოდ ვერ მოვასწარი. მხოლოდ გრძნობა მაქვს გასახსენებელი, დაახლოებით ამ შინაარსის, - უჰ რა კარგია ჩაფუმფულება"- წერს ნათია ფანჯიკიძე.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი