"ტამიფლუს ფასმა, 60 ლარიდან 110 ლარს მიაღწია, დეფიციტის გამო, მის გაძვირებასაც არ გამორიცხავენ"

09 Jan 2019 02:18

ღორის გრიპის შემთხვევები გახშირდა, ისევე როგორც გაიზარდა ამვირუსით გარდაცვლილთა რაოდენობა, რა გასაკვირია, რომმოსახლეობაში პანიკა უკვე შეიმჩნევა. თუმცა, ისეთი შთაბეჭდილებაიქმნება თითქოს პროცესზე გავლენას სოციალური ქსელებშიგავრცელებული საეჭვო ინფორმაციები უფრო ახდენენ, ვიდრე შესაბამისი ოფიციალური უწყებები.

უფლებადამცველის გიორგი მუხიგულაშვილის შეფასებით, პრორუსულმა ძალებმა კვლავაც ლუგარისლაბორატორია გაიხსენეს და ღორის გრიპის გავრცელება სწორედ მას დაუკავშირეს:



„ლუგარის ლაბორატორია ნატოს სტანდარტებით არის აშენებული, საქართველო შეირჩა როგორცაღმოსავლეთ ევროპის ნაწილში ნატოს პარტნიორი ქვეყანა. შემთხვევითი არც ამ ლაბორატორიისმდებარეობაა - აეროპორტის სიახლოვეს მისი მშენებლობა მიწისქვეშა კომუნიკაციების არსებობამ განაპირობა. მოგეხსენებათ, ლაბორატორიის ადგილზე ძველად რუსული ბაზა იყო  განლაგებული.მიწისქვეშა კომუნიკაციები სწორედ მაშინ გაკეთდა, მათ შორის მიწისქვეშა გზებიც, რომელიც ბაზასპირდაპირ აეროპორტთან აკავშირებდა. ეს კი ძალიან ხელსაყრელი პირობა იყო, პირველ რიგში იმიტომაც,რომ ლაბორატორიიდან უსაფრთხოდ მოხდეს  უცნობი ბაქტერიების აეროპორტიდან გადატანა ამერიკაში,სადაც ექიმების მიერ ხდება მათი შესწავლა საწინააღმდეგო ვაქცინის მისაღებად. ასე რომ, ეს ლაბორატორიაარის ამერიკელი სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ და აბსოლუტურად უსაფრთხოა, ისსრულად პასუხობს ნატოს სტანდარტებს და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს. რუსული პროპაგანდა მასმხოლოდ იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. ეს თემა ცოტახნის წინ იგორ გიორგაძემ წამოსწია. 


ახლა სოცქსელებით ვრცელდება ინფორმაცია თითქოს რუსმა ექიმებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს რომ წყალბადის ზეჟანგი ამარცხებს ღორის გრიპს; რომ თითქოს საკმარისია ის ცხვირში ჩაიწვეთოთ და მაშინვე გამოჯანმრთელდებით, ესეც სრული დეზინფორმაციაა“ - ამბობს უფლებადამცველი.


მისივე განმარტებით: „მოსახლეობის განათლებაზე - როგორ უნდა ებრძოლონ ვირუსებს ჯანდაცვის სამინსტრო საერთოდ არ ზრუნავს, არადა, ეს მისი პრეროგატივაა. ჯანდაცვა კი, რატომღაც,საეჭვოდ დუმს, თითქოს ის გიგანტ სააფთიაქო ქსელებს მედიკამენტების გაყიდვის საშუალებას აძლევს,თანაც საკმაოდ მაღალ ფასში. ვფიქრობ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამ შემთხვევით უნდადაინტერესდეს და გამოიკვლიოს რა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. ჩემი ინფორმაციით, 50 მილიონ ლარზემეტი გაციების საწინააღმდეგო წამლები იყიდება. ეს მეგაფარმაცევტული კომპანიები, ისე ჩანს, თითქოს ხელსითბობენ და ღორის გრიპზე ფულს აკეთებენ, ეს აუცილებლად უნდა შეისწავლონ შესაბამისმა უწყებებმა.


გიორგი მუხიგულაშვილის შეფასებით, ქვეყანა ღორის გრიპს მოუმზადებელი შეხვდა. მისივე თქმით, ამაშიმხოლოდ ჯანდაცვის სამინისტროა დამნაშავე. 


„ათასგვარი ინფორმაციები ვრცელდება მოსახლეობის შეცდომაში შესაყვანად, გიგანტი სააფთიაქო ქსელები„ავერსი“ და PSP ცდილობენ ათასგვარი რამ აყიდინონ მოსახლეობას. ამ დროს კი ჯანდაცვის მინისტრიდუმს. ის მხოლოდ ახლახანს გამოჩნდა და იმისათვის რომ პანიკა ჩაეცხრო - ხალხი დაამშვიდა ტამიფლუსმარაგი გვაქვსო, თუმცა, მანამდე ვნახეთ, რომ წამალი დეფიციტში იყო და მისი ფასი დღითი დღე იზრდება.“ - ამბობს გიორგი მუხიგულაშვილი.


სააფთიაქო ქსელებში ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებზე ფასი სწრაფად იზრდება. ტამიფლუს ფასმა,მაგალითად, 60 ლარიდან 110 ლარს მიაღწია და დეფიციტის გამო, მის გაძვირებას არც მომავალშიგამორიცხავენ. უფლებადამცველის აზრით, ეს ეგრეთ წოდებული ვირუსის საწინააღმდეგო მედიკამენტებისინამდვილეში არაფერს შველის, სწორი და ეფექტური მკურნალობისათვის საჭიროა პაციენტებს„იმუნიტეტის ამაღლებისთვის საჭირო მედიკამენტები დაენიშნოთ“. 


პრაიმტაიმი

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი