"მთლიანად თაღლითური სქემაა, საქმე გვაქვს სუფთად ფინანსურ სქემასთან საეჭვო მიზნებით"- დავით ნებიერიძე საპენსიო რეფორმაზე

09 Jan 2019 01:30

ეკონომისტი დავით ნებიერიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე საპენსიო რეფორმის შესახებ წერს:


"ეს არის ხელისუფლების მიერ შექმნილი სოფტი, რომელიც განსაზღვრავს საპენსიო ურთიერთობების მათემატიკურ პარამეტრებს. 


მთლიანად თაღლითური სქემაა და თავად ამ მთვლელშიც აპრიორი არასწორი პარამეტრებია მიბმული. რის ანალიზსაც მოგვიანებით მოგახსენებთ.


ჯერ დავიწყოთ იქიდან, რომ ამ სქემით სახელმწიფო ბიუჯეტიდან (თითოეული ჩვენგანის ფულით) შეძლებული მოქალაქეები უფრო ჭარბად ფინანსდებიან, ვიდრე ისინი ვის მიმართაც საზოგადოებრივი სოლიდარობა განსაკუთრებით მაღალი ხარისხის უნდა იყოს. 2%-ი ბიუჯეტიდან იმათთვის უფრო მეტი თანხა გამოდის ვინც საშუალო ხელფასზე დიდ შემოსავალს იღებს, ვიდრე ნაკლებად შემოსავლიან მოქალაქეებთან მიმართებაში. მე როგორც მოქალაქეს მირჩევნია, რომ სამოქალაქო სოლიდარობის ფარგლებში ნაკლებ შემოსავლიან თანამოქალაქეს უნდა დავეხმაროთ და არა იმას ვისაც ისედაც კარგი შემოსავალი აქვს. ამ კომპონენტშიც ძალიან კარგად ჩანს, რომ საქმე გვაქვს არა სამოქალაქო აქტთან, არამედ სუფთად ფინანსურ სქემასთან საეჭვო მიზნებით. ანუ ეს არის მდიდრების კეთილდღეობაზე მორგებული სისტემა. 


ამ მთვლელის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პარამეტრია "შემოსავლის საშუალო წლიური ზრდა". ანუ, ხელისუფლება გვპირდება, რომ წლიდან წლამდე თითოეული მოქალაქის შემოსავალი განუხრელად გაიზრდება. რაც ამ ხელისუფლების პირობებში მიუღწევადია უკვე მე-7 წელია. გარდა ამისა, წარმოუდგენელია, რომ თუნდაც სამსახურის შეცვლის შემთხვევაში მოქალაქე გარანტირებულად იგივე ან უფრო მაღალ ანაზღაურებად სამსახურში გადადიოდეს. ამ კომპონენტშიც და ზოგადად საბოლოო შედეგთან მიმართებაშიც გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს როგორც ლარის კურსის ცვლილებას ასევე ინფლაციის ყოველწლიურ დონეს. ზუსტად აქ არის განსახილველი მთავარი კომპონენტი - "საშუალო წლიური ამონაგები საპენსიო დანაზოგზე". ანუ პარამეტრი, რომლითაც საპენსიო სააგენტო გვპირდება, რომ ყოველ წლიურად გაზრდის ჩვენს პირად საპენსიო ანგარიშზე რიცხულ დანაზოგს. ამ მთვლელში მითითებულია წლიური 7 %-ი. ვსვავ კითხვას: რატომ დავაგროვო თქვენთან, როცა ბანკში გაკეთებულ დეპოზიტზე ლარებში მე უფრო მეტი სარგებელი მერიცხება, თანაც რისკების გარეშე და გარანტირებულად?
შესაბამისად, მოცემულ მთვლელში ორი ძალიან საეჭვო აგრეგატია გათვალისწინებული, რომელსიც თუ თვალებში ნაცრის შეყრის უფლებას არ მივცემთ შეგვიძლია დავახასიათოთ როგორც თაღლითური პარამეტრი, გათვლილი მარტივ მანიპულაციებზე.


ბოლოს აუცილებლად უნდა ვთქვა, რომ დაგროვებითი სისტემის სემოტანა მეც აუცილებლად მიმაჩნია. მაგრამ არა ამ ფორმით და არა თაღლითობის მიზნით. ეს პროექტი ტავიდან და ბოლომდე არა მარტო თაღლითური სქემაა, არამედ არღვევს ჩვნენს კონსტიტუციურ უფლებებს."- წერს ნებიერიძე.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი