"დაშლილი აქვს ყველა ორგანო სხეულში, ფაქტობრივად, მკვდარიაო - ეს არის სერგეენკოს დალაგებული ჯანდაცვა?"

08 Jan 2019 02:51

ფილტვების ანთებით ჰოსპიტალიზირებული 25 წლის მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა უმძიმესია. ახალგაზრდა რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და სიკვდილს ებრძვის.


ოთარ ჩილაშვილს, სავარაუდოდ, გრიპის ვირუსი გაურთულდა. თუმცა, დამატებითი კვლევებით უნდა დაზუსტდეს არის თუ არა ეს ვირუსი H1N1 შტამის.


ოჯახის წევრების თქმით, ის რუსთავიდან თბილისში 29 დეკემბერს გადმოიყვანეს. ოთარ ჩილაშვილის მამა, გია ჩილაშვილი აცხადებს, რომ მისი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ექიმების უყურადღებობის გამო გაუარესდა.


„უმძიმესზე უმძიმესი მდგომარეობა, დაშლილი აქვს ყველა ორგანო სხეულში, ფაქტობრივად, მკვდარიაო და სიკვდილის თქმა მოერიდათ და მითხრეს, რომ უმძიმესია... ადამიანი მოვიყვანე მეთქი, ჩემი შვილი, თავისი ხელით გაიხადა მეთქი, არაფერი არ სჭირდა, მარტო ჰაერის უკმარისობა ჰქონდა და მე მკვდარს მატანთმეთქი, რა ვქნათო, ეს სიტყვებია ჩვენი ცხოვრება? ეს არის სერგეენკოს დალაგებული ჯანდაცვა? არასათანადო მკურნალობა ჩაუტარეს, სიცხე არ დაუწიეს, 5 იანვრიდან მოყოლებული მაღალი სიცხე ჰქონდა. სრული უყურადღებობა, სრული უსუსურობა გამოიჩინეს,“ - ამბობს გია ჩილაშვილი.



"პრაიმ ტაიმი"


კომენტარები:

ფართი შოპი