ჰამერის ლიმუზინი ქირავდება ლინკოლნის ლიმუზინის დაქირავება ფეიერვერკი ფეიერვერკების მაღაზია bushtebis magazia ბუშტების მაღაზია ფურშეტი ქეითერინგი ალა ფურშეტი კრაისლერის ლიმუზინის ქირაობა ჰელიუმის ბუშტები heliumis bushtebi მრგვალი ფორმის ბუშტები (ჰელიუმით) ბუშტების გირლიანდა bushtebis girlianda ბუშტების ბრენდირება bushtebis brendireba გულის ფორმის ბუშტები gulis formis bushtebi ლატექსის ბუშტები ქრომირებული ბუშტები პიროწარწერა pirotsartsera ფერადი ფურცლების წვიმა (კონფეტი) სასცენო ჩანჩქერი, sasceno chancqeri სასცენო შადრევანი, sasceno shadrevani საჩუქრები, საჩუქრების მაღაზია, sachuqrebi სასაჩუქრე კალათები sasachuqre kalatebi მომსახურე პერსონალი პრომო სააგენტო პრომო გოგონა პრომო გოგონები პრომო გოგო ვარდისფერი ლიმუზინი ქირაობა vardisperi limuzini სასაჩუქრე კალათი #1 სასაჩუქრე კალათი #2 სასაჩუქრე კალათი #3 სასაჩუქრე კალათი #4 სასაჩუქრე კალათი #5 სასაჩუქრე კალათი #6 სასაჩუქრე კალათი #7 სასაჩუქრე კალათი #8 სასაჩუქრე კალათი #9 სასაჩუქრე კალათა #10 სასაჩუქრე კალათა #11 სასაჩუქრე კალათა #12 სასაჩუქრე კალათა #13 სასაჩუქრე კალათა #14 სასაჩუქრე კალათა #15 სასაჩუქრე კალათა #16 სასცენო მძიმე ბოლი sasceno mdzime boli სასცენო ბოლის ეფექტი sasceno boolis epeqti ფერადი ბოლი peradi boli ბუშტების ჩამოყრა bushtebis chamoyra ინვენტარის გაქირავება inventaris gaqiraveba ქირავდება ჭურჭელი qiravdeba churcheli ქირავდება ვისკის ჭიქები, viskis chiqebi ქირავდება არყის ჭიქები, qiravdeba aryis chiqebi ქირავდება შამპანიურის ჭიქები, shampaniuris chiqebi ქირავდება წვენის ჭიქები, qiravdeba wvenis chiqebi ქირავდება ღვინის ჭიქები, qiravdeba gvinis chiqebi ფურშეტის თეფში (18სმ) ქირავდება თეფშები ქირავდება ყავის ჭიქები ლამბაქით ქირავდება სუფრის ჩანგლები ქირავდება სუფრის დანა ჩაის კოვზი ქირავდება მელამინის ლანაგრი შოკოლადის შადრევანის აპარატი ქირავდება წვნიანის გამათბობელი აპარატი ქირავდება გლინტვეინის აპარატი, glitvinis aparati ქირავდება წყლის მადუღარა, wylis madugara ელექტრო მარიმიტი eleqtro marmiti ქირავდება ელექტრო ქრომირებული მარმიტი თედის დათუნია ვარდებით, sachuqrebi თედი ბეარი, ყველაზე დიდი დათუნიები საქართველოში ლიმუზინის ქირაობა ქუთაისში დაბადების დღის ბუშტები dabadebis dgis bushtebi retro manqanebi fotosesiistvis რეტრო მანქანები ფოტოსესიისთვის retro manqanebi qorwilistvis რეტრო მანქანები ქორწილისთვის სავეცკი მანქანები dzveleburi manqanebis qiraoba ძველებური მანქანების ქირაობა limuzinebi wveulebebistvis limuzinebi qorwilistvis limuzinit gaseirneba ლიმუზინები წვეულებებისთვის ლიმუზინები ქორწილისთვის ლიმუზინით გასეირნება ლიმუზინით მომსახურება limuzinit momsaxureba yvelaze magari limuzini tbilishi ყველაზე მაგარი ლიმუზინი თბილიში yvelaze magari limuzini saqartveloshi ყველაზე მაგარი ლიმუზინი საქართველოში limuzini wveulebebistvis hameriss limuzini qorwilistvis limuzini qorwilistvis ლიმუზინი წვეულებებისთვის ჰამერის ლიმუზინი ქორწილისთვის ლიმუზინი ქორწილისთვის ასოების დანთება გულის დანთება ცეცხლოვანი კედელი cekvis dros furclebis chamoyra ცეკვის დროს ფურცლების ჩამოყრა saqorwilo efeqti საქორწილო ეფექტი profesionaluri konfeti პროფესიონალური კონფეტი გულის ფორმის კონფეტები purclebis chamoyra ფურცლების ჩამოყრა შაშხანების გაშვება პულტით sadgesaswaulo shashxanebi cecxlovani derefani scenis feierverki სადღესასწაულო შაშხანები ცეცხლვანი დერეფანი სასცენო ფეიერვერკი ეფექტები ქორწილისთვის საქორწილო შაშხანები სცენი მაშხალები სცენის შაშხანები მაშხალები შაშხანები ცეცხლოვანი წვიმა cecxlovani shadrevani ცეცხლოვანი შადრევანი sasceno feierverki shida feierverki შიდა ფეიერვერკი სცენის ფეიერვერკი სასცენო ეფეთქტი feierverkebis 24 saatiani magazia ფეიერვერკების 24 საათიანი მაღაზია feierverkebi dabadebisdgistvis ფეიერვერკები დაბადებისდღისთვის feierverkis shekveta ფეიერვერკის შეკვეთა ქორწილისთვის saqorwilo feierverki qorwilis feierverki feierverki qorwilistvis საქორწილო ფეიერვერკი ქორწილის ფეიერვერკი ფეიერვერკი ქორწილისთვის გრანიოზული ფეიერვერკი feierverkebi iafad ფეიერვერკები იაფად პიროტექნიკით მომსახურება piroteqnika პიროტექნიკა feierverkebi mitanis servisit feierverkebi mitanit feierverkebi momsaxurebit ფეიერვერკები მიტანის სერვისით ფეიერვერკები მიტანით ფეიერვერკები მომსახურებით feierverkebis shekveta ფეიერვერკების შეკვეთა feierverkis gashveba ფეიერვერკკის გაშვება ფეიერვერკების მაღაზია თბილიში feierverkebis magazia tbilishi feierverkis mowyoba tbilishi piroteqnikosi piroteqnikosis momsaxureba sadgesaswaulo feierverkebi peierverkis mowyoba sadgesaswaulo peierverki პიროტექნიკოსი პიროტექნიკოსის მომსახურება საახალწლო ფეიერვერკები ფეიერვერკების სააგენტო ფეიერვერკის მოწყობა churchlis qiraoba ჭურჭლის ქირაობა skamebis gaqiraveba ქირავდება სკამები მაგიდა სკამების ქირაობა სადღესასწაულო ინვენტარის გაქირავება ფურშეტის ინვენტარი ფურშეტის ინვენტარის გაქირავება საქორწილო ინვენტარის გაქირავება წვეულების ინვენტარის გაქირავება საკონფერენციო ინვენტარის გაქირავება ბუშტებით მომსახურება ბუშტების მომსახურება ბოლი ფოტოსესიისათვის მსუბუქი ბოლის ეფექტი bolis gashveba bolis epeqti bolis effekti ბოლის ეფექტი sakoncerto boli boli iventebistvis კონცერტის ბოლი საკონცერტო ბოლი ბოლი ივენთებისთვის scenis boli saqorwilo boli საქორწილო ბოლი ქორწილის ბოლი ბოლი ქორწილისთვის სცენის ბოლი ბოლის გაშვება სადღესასწაულო ფეიერვერკი ბუშტების მაღაზიის გახსნისთვის შესასვლელის ბუშტებით გაფორმება მაღაზიის ბუშტებით გაფორმება ბუშტების გაკეთება დაგრეხილი ბუშტები ბუშტების გრეხილი ბუშტების შეკვეთა ჰელიუმის ბუშტები მიტანის სერვისით ბუშტების გირლიანდები folgirebuli bushtebis dekoracia dabadebisdgis oqrosferi bushtebi oqrosferi bushtebi oqrosferi folgirebuli bushtebi folgirebuli cifrebi da asoebi ფოლგირებული ბუშტების დეკორაცია დაბადების დღის ოქროსფერი ბუშტები ოქროსფერი ბუშტები ოქროსფერი ფოლგირებული ბუშტები ფოლგირებული ციფრები და ასოები ბუშტები ასოები ბურთებით აწყობილი არკა ბუშტების არკა საახალწლო გირლიანდა ჰელიუმის ბუშტები ვაკეში ჰელიუმის ბუშტები ვარკეთილში ჰელიუმის ბუშტები გლდანში ჰელიუმის ბუშტები ვაჟაზე ჰელიუმის ბუშტები პეკინზე ბუშტების გაფორმება ჰელიუმის ბუშტები თავისუფლებაზე bushtebis shekveta ბუშტების მაღაზია heliumiani bushtebis magazia heliumis bushtebis magazia heliumiani bushtebi iapad heliumis bushtebi iafad ჰელიუმიანი ბუშტებით გაფორმება ჰელიუმის ბუშტები იაფად ადგილზე მიტანით heliumis bushtebi სად ვიყიდო ჰელიუმის ბუშტები ჰელიუმის ბუშტები გამოძახებით ჰელიუმის ბუშტები იაფად ჰელიუმის ბუშტები წერეთელზე ჰელიუმის ბუშტები დიღომში ჰელიუმის ბუშტები მარჯანიშვილზე ჰელიუმის ბუშტები თბილისში ჰელიუმის ბუშტები რუსთავში ჰელიუმის ბუშტები საბურთალოზე ლიმუზინის ქირაობა limuzini daqiraveba limuzini qiraoba limuzini ლიმუზინის მომსახურება ლიმუზინი გამოძახებით saqorwilo limuzinis qiraoba hameris limuzinis daqiraveba hameris limuzini limuzinis gaqiraveba qutaisi limuzinis qiraoba kutaisi limuzinis qiraoba batumshi limuzinis momsaxureba limuzinis gaqiraveba tbilisi limuzinis gaqiraveba limuzinis qiraoba tbilisi ლიმუზინის დაქირავება მანქანის გაქირავება ქორწილისთვის ლიმუზინის გაქირავება ქირავდება ლიმუზინი ჰამერის ლიმუზინის ქირაობა limuzinis qiraoba

“დაპირისპირება “ქართულ ოცნებაში” - რა არჩევანის წინაშე დააყენეს ივანიშვილი “ძველებმა” და “ახლებმა”

06 Jan 2019 03:00

ის, რაც “ქართულ ოცნებაში” ხდება, ჩემთვის მოულოდნელი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, ამას არჩევნებამდე არ გააკეთებდნენ, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ კი ამ უთანხმოების საჯაროდ გამოტანა შესაძლებლად მიიჩნიეს. ამით “ქართული ოცნებისთვის” ახალი ეტაპი იწყება. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გვიახლოვდება და სწორედ ამისთვის ემზადება “ქართული ოცნების" თითოეული ჯგუფი. საკითხი ასე დგას - ვინ აიღებს ხელში სადავეებს ისე, რომ 2020 წლისთვის “ქართული ოცნების” საპარლამენტო სია განსაზღვროს. ყველაფერი სწორედ ამ კონტექსტით უნდა განვიხილოთ”, - აცხადებს პოლიტოლოგი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში.


“ვფიქრობ, ეკა ბესელიამ პარტიაში უთანხმოების საჯაროდ გამოტანისთვის საუკეთესო დრო შეარჩია და პოლიტიკურად ძალიან მომგებიანი ნაბიჯიც გადადგა. მან თავისი გადადგომა უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უვადოდ გამწესების პროცესს დაუკავშირა. არა მგონია, უახლოეს მომავალში რომელიმე საკითხთან დაკავშირებით პოლიტიკოსის გადაწყვეტილება და კარის გაჯახუნება ასე დაემთხვეს საზოგადოებრივ აზრს. ეკა ბესელიას პროტესტი და განცხადება გადადგომის თაობაზე აბსოლუტურად ემთხვევა მოსამართლეებთან დაკავშირებით საზოგადოების ნეგატიურ განწყობას. ირაკლი კობახიძეც და ისინიც კი, ვინც რაღაც-რაღაცების გამო იძულებული არიან, მართვის სადავეების შესანარჩუნებლად მხარი დაუჭირონ მურუსიძესა და მის “კომპანიას”, ძალიან ცუდ პოზიციაში აღმოჩნდნენ. ჩემი აზრით, დღეს საქართველოში, გარდა დაინტერესებული პირების ვიწრო წრისა, არ მოიძებნება ადამიანი, რომელიც არ იტყვის, რომ იუსტიციის საბჭოს მომზადებული სია და მურუსიძის მოსამართლედ უვადოდ გამწესება, საშინელებაა”, - აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.


“ქართული ოცნების” ეს ე.წ. ძველების ფრთა მართლაც ვერ იტანს მოსამართლეთა ამ ჯგუფს. დარწმუნებული ვარ, ეს მოსამართლეები არც “ახალგაზრდა გვარდიას” ეპიტნავება მაინცდამაინც, მაგრამ ისინი იძულებული არიან, კონიუნქტურას გაუწიონ ანგარიში. ამას მოჰყვა კობახიძის საინტერესო განცხადება, რომ თურმე “ბესელიასთან დაკავშირებით არის რაღაც მოტივები, რაც გასაჯაროვდება”. არ ვიცი, რას გულისხმობდა პარლამენტის თავმჯდომარე, თუმცა ბესელიაც არ უნდა იყოს “ხელცარიელი”... მან განაცხადა კიდეც, რომ რაღაც-რაღაცების გახმაურებას აპირებს... თუმცა ამ ეტაპზე მაინცდამაინც მკვეთრ დაპირისპირებასა და განცხადებებს აღარ ველი. საქმე ის არის, რომ ეს დაპირისპირება და გამიჯვნა მიმართულია, ერთი მხრივ - საზოგადოებისა და მეორე მხრივ ივანიშვილისადმი. ამ პროცესს უკვე მოჰყვა საზოგადოების შეფასება. რა რეაქცია მოჰყვება ივანიშვილისგან, რთული სათქმელია, თუმცა, როგორც ჩანს, როგორც ძველი, ისე ახალი “გვარდია” ივანიშვილს აყენებს არჩევანის წინაშე: ან ძველ გვარდიას დაუჭიროს მხარი, ან - ახალს. ასეთი მიდგომა სწორედ 2020 წლის არჩევნებს უკავშირდება. ეს ხალხი ეძებს თავის ადგილს "ქართულ ოცნებაში", ისინი ცდილობენ, გაარკვიონ, მომავალში ექნებათ ადგილი "ქართულ ოცნებაში", თუ სხვაგან უნდა გააგრძელონ პოლიტიკური საქმიანობა...”, - განაგრძობს პოლიტოლოგი.


“პარტიაში რომ საქმე კარგად ვერ არის, ეს ივანიშვილმა თქვა, როცა დაბრუნდა, მაგრამ დავინახეთ, მისი დაბრუნებიდან ექვსი თვის შემდეგ, პარტიამ როგორ ჩააფლავა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტური. ივანიშვილს იმედი ჰქონდა, რომ ყველაფერს მოაგვარებდა, მაგრამ აშკარაა, რომ მან ეს ვერ შეძლო. პარტიის საქმეების მოგვარებაზე არც ვიდარდებდით, რომ არ ვხედავდეთ, რა რთულადაა საქმე ხელისუფლებასა და მთავრობაში. ვფიქრობ, ბიძინა ივანიშვილი ეცდება, გარკვეულ დრომდე მოახერხოს და “ძველებსა” და “ახლებს” შორის ბალანსი დაიცვას, შედეგად კი საკონსტიტუციო უმრავლესობა შეინარჩუნოს. თუ ერთ-ერთმა ჯგუფმა დაინახა, რომ მომავალ პარლამენტს გარეთ რჩება, ვფიქრობ, დაფიქრდებიან, სჭირდებათ კი საერთოდ ბიძინა ივანიშვილი და საკუთარ თამაშს დაიწყებენ. ივანიშვილისთვის ყველაზე კარგი იქნება და ვფიქრობ, ამას ეცდება კიდეც, რომ გუნდის ერთობა ერთი წელი მაინც შეინარჩუნოს. როგორ გამოუვა ეს, არ ვიცი. ველოდები, რომ გაზაფხულზე ის დადგება არჩევანის წინაშე”, - მიიჩნევს რესპონდენტი.


“მოსამართლეების დანიშვნა კი გადაიდო, მაგრამ პროცესი აუცილებლად უნდა გაგრძელდეს... ეს კონიუნქტურა შექმნა ივანიშვილმა, როდესაც თქვა, რომ ეს მოსამართლეები იყვნენ სააკაშვილის რეჟიმის მსხვერპლნი. რატომ თქვა ეს, ერთი მხრივ, თითქოს რთული ასახსნელია, თუმცა, მეორე მხრივ, არსებობს ახსნის მარტივი ვერსიაც - საქმე ის არის, რომ ეს მოსამართლეები სააკაშვილის მორჩილნი კი არ იყვნენ, არამედ - ხელისუფლების, ამიტომ სააკაშვილი იქნება, ივანიშვილი თუ ვინმე სხვა, ისინი მას დაემორჩილებიან... ეს არის კომუნისტებისგან გამოყოლილი მავნე ტრადიცია, რომელსაც თავს ვერაფრით ვაღწევთ... მე არ ვიცი, რას წარმოადგენს "მურუსიძის კლანი" ან ვინ მფარველობს პარლამენტში ქვეყნისთვის დამღუპველ ამ პროცესებს, მაგრამ ცხადია, რომ ყველაფერი სათავეს იღებს ბიძინა ივანიშვილის განცხადებებიდან, როდესაც მან მოსამართლეები, რომლებიც ყველაფერზე უწერდნენ ხელს სააკაშვილის ხელისუფლებას, მსხვერპლად გამოიყვანა... ვფიქრობ, მურუსიძის უვადო მოსამართლედ გამწესება იუსტიციის საბჭოს მხრიდან არის პარლამენტისა და მთელი საზოგადოების გამოწვევა. მათი გზავნილი დაახლოებით ასეთია - ერთს თუ დაბლოკავთ, სხვას მაინც გავიყვანთ და ჩვენსას გავიტანთო... კიდევ ერთი - ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებელი სასამართლო სისტემაში შექმნილ მდგომარეობაზე იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია”, - დაასკვნის ვახტანგ ძაბირაძე.


“... კონსტიტუცია გვეუბნება, რომ ქვეყანაში უმაღლესი აღმასრულებელი პირი არის პრემიერი, რეალურად კი ვხედავთ, რომ პრემიერის ზემდგომი პარტიის თავმჯდომარეა. არ გამოვა ასე! სწორედ ამიტომ ივანიშვილის პირველი ნაბიჯი უნდა იყოს დაბრუნება იქ, სადაც მისი ყოფნა აუცილებელია, ანუ დაიკავოს მთავრობის მეთაურის თანამდებობა. სხვას თეორიული შანსიც კი არა აქვს, ეს ქვეყანა ქვეყანას დაამსგავსოს. პარტიის თავმჯდომარეობით ქვეყნის მართვა რომ არ გამოდის, წესით, კარგად უნდა დაენახა საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის შედეგებით. ყველა ფაქტორი მეტყველებს, რომ დაძაბული და მძიმე წელი გველის არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მსოფლიოშიც, რადგან დაწყებულია ურთულესი გეოპოლიტიკური პროცესები და ამ პროცესებით წარმოშობილ გამოწვევებთან გამკლავებაც პრობლემა იქნება ჩვენი ქვეყნისთვის... იმედი მაქვს, ყველაფერი მშვიდობიანად წარიმართება. დამდეგი შობა-ახალი წელი მინდა მივულოცო "კვირის პალიტრის" რედაქციას და თქვენს მკითხველს. ღმერთმა მშვიდობა და სიკეთე მოგცეთ!”, - დასძენს პოლიტოლოგი.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი