"ოპოზიციისთვის ასეთი მკვეთრი დარტყმის მიყენება სააკაშვილის ნამუსზეა" - დავით ბერძენიშვილი

06 Jan 2019 02:13

“საზოგადოება იზრდება და ის პირველ რიგში ენდობა ბიულეტენს. ძალიან ღრმა პოლიტიკური შეცდომა იყო სააკაშვილის გადაწყვეტილება, რაც პოლიტიკური ინტელექტის ნაკლებობამ გამოიწვია - მან იმ 800 000 ხმაზე მეტის სასწრაფოდ კონვერტაცია დააპირა, რაც ვაშაძემ მიიღო 28 ნოემბერს. ვგულისხმობ რუსთაველზე და თელავის მიტინგებს - როგორც ერთი, ისე მეორე ჩაიფუშა: ადამიანები კი არ მიბრუნებიან ივანიშვილს - უბრალოდ იციან, რომ მთავარი ბიულეტენია და კვირაობით ქუჩაში დგომა არჩევნების შემდეგ - ფუჭი გასროლაა. კონტრპროდუქტიულია ოპოზიციისთვის სააკაშვილის ასეთი ფსევდორევოლუციური მოთხოვნები. მან დააზარალა თავისი პოლიტიკური ძალა. სად არიან ახლა ის ადამიანები, რომლებიც ძალიან აქტიურები იყვნენ ჯერ კიდევ თვენახევრის წინ? ეს უშუალოდ სააკაშვილის კისერზეა. ოპოზიციისთვის ასეთი მკვეთრი დარტყმის მიყენება სააკაშვილის ნამუსზეა...”, - ამბობს რესპუბლიკური პარტიის ლიდერი, დავით ბერძენიშვილი.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი