"სესხის აღებასთან დაკავშირებით რეგულაციების დაწესებით, ყველაზე მტრული გადაწყვწტილება მიიღეთ და ხალხი კიდევ უფრო გააუბედურეთ!"-ინგა ბერიკაშვილი

05 Jan 2019 18:58

უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე წერს:


"ძალიან გაბრაზებული ვარ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეთ უკვე!


სესხის აღებასთან დაკავშირებით რეგულაციები, რომ დააწესეთ, ვითომ ჩვენზე რომ ზრუნავთ ჭარბვალიანობის გამო და ვითომ იმიტომ რომ შექმენით ეს მახინჯი სისტემა და გაამკაცრეთ სესხის აღება ყველაზე მტრული გადაწყვწტილება მიიღეთ და ისედაც გაუბედურებული ხალხი უფრო გააუბედურეთ!


არ ვიცი ამ პროექტის უკან ვინ დგას მაგრამ ხალხის და ქვეყნის მტერი, რომ დგას ეს უდაო და რატომ ეხლავე დავწერ!


სესხის აღება კი არ უნდა გაგემკაცრებინათ ჭარბვალიანობის დასაძლევად არამედ გაღორებული მევახშეებისთვის კანონი უნდა მიგეღოთ, რომ 3% აღებული სესხები კატასტროფულ პროცენტებში, რომ აქვს ხალხს 5% ან 6% დაგეწიათ და ზღვარი უნდა დაგეწესებინათ!


ეხლა თქვენ რა ჩაიდინეთ, აკრძალეთ სესხების გაცემა რომელიც მარტივი იყო და რისი საშუალებითაც ხალხი არსებობდა, განვადბეები, იპოთეკები ყველაფერი აკრძალეთ და ხელფასიდან გამომდმინარე დააწესეთ სესხის აღება.


როდესაც სესხის შეტანა ჭირდა ონლაინ სესხებს ან სხვა სესხებს იშველიებდა ხალხი და ეხლა ეს ყველა გზა მოუჭერით და ხალხი ვეღარ იხდის სესხს და ჯარიმები ეკისრებათ გადაცდენილ დღეებზე!


ასევე აკრძალეთ ვალის გადვადება სწრაფ სესხებზე და ყველა შეტანას ითხოვს რაც შეუძლებელია!


როდესაც წამალი გვჭირდებოდა უცებ ვიღებდით სესხს და მერე ვფარავდით და ეხლა ეს შეუძლებელი გახადეთ, თუ აღებული გვაქვს სესხი ბანკში სხვაგან ვეღარ ვიღებთ სანამ იმ სესხეს არ დავფარავთ, არადა გადაფარვა ხდებოდა სხვა და სხვა სესხების მეშვეობით და ხალხი ასე თუ ისე არსებობდა!


მარტივად გეტყვით, ან დროზე გააუქმეთ ეს რეგულაციები ან ხალხი გამპვა ქუცაში და ამ ტალრას ვეღარ შეაჩერებთ!


სესხის გაცემა კი არ უნდა გაგვირთულოთ, ჩვენზე თუ ზრუნავთ პროცენტი უნდა დააწევინოთ მევახშეებს რომლებმაც იმდენი ფული იშოვეს რომ აღარ იციან სად წაიღონ!


მახინჯია ეს სისტემა და დროზე გამოასწორეთ!


ვის თავში იქნა მოფიქრებული ეს არ ვიცი მაგრამ ფაქტია რომ ხალხის ქუჩაში გამოსაყვანად იქნა მიღებული ეს რეგულაციები!


ამ რეგულაციებით კერძო მევახშეებს აუნთეთ მწვანე როგორც ეს კომუნისტების დროს იყო, რომ უარესად ამოგვხადოს სული მათ ვისაც სასიცოცხლოდ გვჭირდება ეს სესხები!"- წერს ინგა ბერიკაშვილი.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი