შიდა ქართლში DCFTA-ს შესახებ მცირე და საშუალო ბიზნესის წარმომადგენლებთან შეხვედრები გაიმართა

28 Dec 2018 05:54

2018 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია „ევროპელ ინიციატორთა ასოციაცია“ პროექტის “გზა DCFTA–სკენ“ ფარგლებში,  იმყოფებოდა 2 მუნიციპალიტეტის 11 სოფელში და შეხვდა 20–მდე კოოპერატივსა თუ შპს–ს, რომლებიც შიდა ქართლში ფუნქციონირებს.


ამავე წლის 18 დეკემბერს ქ. გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში „ევროპელ ინიციატორთა ასოციაციამ“ უმასპინძლა ზემოთ ჩამოთვლილ კოოპერატივებსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს, სადაც შედგა მსჯელობა აღნიშნულ სფეროში გამოწვევებზე, ალტერნატივებსა და სტანდარტებზე.


შეგახსენებთ, რომ ღრმა და ყოვლის მომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე (DCFTA) ევროპულ კავშირსა და საქართველოს შორის, ასოცირების ხელშეკრულების ნაწილია, რომელსაც ხელი მოეწერა 2014 წლის 27 ივნისს და ძალაში შევიდა 2016 წლის 1 ივლისს.


DFCTA საშუალებას აძელვს ქართველ მეწარმეებს სატარიფო ბარიერების გარეშე განათავსონ საკუთარი პროდუქტი მსოფლიოს ერთ–ერთ ყველაზე დიდ ბაზარზე, რომელსაც ევრო კავშირის ერთიანი ბაზრის სახელით ვიცნობთ.


აღნიშნული პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ და ხორციელდება პროექტის -„საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“- ფარგლებში მიღებული ქვეგრანტით. პროექტი „საქართველო ევროპულ გზაზე: DCFTA-ისა და მცირე და საშუალო საწარმოების სტრატეგიის იმპლემენტაციისთვის ეფექტური მოდელის შექმნა“, „აღმოსავლეთ ევროპის კვლევითი ცენტრის“ (EESC, ლიტვა) ხელმძღვანელობით, საქართველოს „ბიზნეს საკონსულტაციო ორგანიზაციების ასოციაციასთან“ (ABCO, საქართველო), „საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტთან“ (GIP, საქართველო), „გლობსეკის პოლიტიკის ინსტიტუტთან“ (GPI, სლოვაკეთი), ახალგაზრდა მეცნიერთა კავშირი “ინტელექტთან” (საქართველო), „ათინათსა“ (საქართველო) და ასოციაცია „კავკასიის გენეტიკასთან“ (საქართველო) ერთად არასამთავრობო ორგანიზაციებისა და კვლევითი ცენტრების კონსორციუმის მიერ ხორციელდება.


დამატებითი ინფორმაციისთვის პროექტისა და მისი აქტივობების შესახებ ეწვიეთ ვებგვერდს: www.georgiadcfta.ge

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი