ნასვამმა ბიზნესმენმა კარტოფილის სურათი 750 000 ევროდ შეიძინა

28 Dec 2018 05:43

უცნაური ხელოვნების ნიმუშები კიდევ უფრო გვაოცებენ მათი ღირებულებით.

რამდენიმე დღის წინ, ჩვეულებრივი ირლანდიული კარტოფილის სურათი ახალგაზრდა ბიზნესმენმა 750 000 ევროდ შეიძინა.

„ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩემი ნამუშავი, პირდაპირ ჩემივე კედლიდან იყიდეს“ - განაცხადა ფოტოგრაფმა კევინ ებოშმა The Sunday Times-თან ინტერვიუში.

ბიზნესმენის ვინაობა უცნობია, თუმცა როგორც სავარაუდოდ, გამოხფიზლებული წინა ღამის საქციელს აუცილებლად ინანებდა.

„ჩვენ ორი ჭიქა ღვინო დავლიეთ და მან მითხრა : მე ნამდვილად მომწონს ეს სურათი. შემდეგ კიდევ ორი ჭიქა დავლიეთ და მან თქვა“: მე ნამდვილად მსურს ეს სურათი მე მქონდეს“ - განაცხადა ფოტოგრაფმა.

სურათი, რომელიც ებოშმა 2010 წელს შექმნა, უცნობმა ბიზნესმენმა 750 000 ვროდ შეიძინა.


http://www.newposts.ge


კომენტარები:

ფართი შოპი