ჰამერის ლიმუზინი ქირავდება ლინკოლნის ლიმუზინის დაქირავება ფეიერვერკი ფეიერვერკების მაღაზია bushtebis magazia ბუშტების მაღაზია ფურშეტი ქეითერინგი ალა ფურშეტი კრაისლერის ლიმუზინის ქირაობა ჰელიუმის ბუშტები heliumis bushtebi მრგვალი ფორმის ბუშტები (ჰელიუმით) ბუშტების გირლიანდა bushtebis girlianda ბუშტების ბრენდირება bushtebis brendireba გულის ფორმის ბუშტები gulis formis bushtebi ლატექსის ბუშტები ქრომირებული ბუშტები პიროწარწერა pirotsartsera ფერადი ფურცლების წვიმა (კონფეტი) სასცენო ჩანჩქერი, sasceno chancqeri სასცენო შადრევანი, sasceno shadrevani საჩუქრები, საჩუქრების მაღაზია, sachuqrebi სასაჩუქრე კალათები sasachuqre kalatebi მომსახურე პერსონალი პრომო სააგენტო პრომო გოგონა პრომო გოგონები პრომო გოგო ვარდისფერი ლიმუზინი ქირაობა vardisperi limuzini სასაჩუქრე კალათი #1 სასაჩუქრე კალათი #2 სასაჩუქრე კალათი #3 სასაჩუქრე კალათი #4 სასაჩუქრე კალათი #5 სასაჩუქრე კალათი #6 სასაჩუქრე კალათი #7 სასაჩუქრე კალათი #8 სასაჩუქრე კალათი #9 სასაჩუქრე კალათა #10 სასაჩუქრე კალათა #11 სასაჩუქრე კალათა #12 სასაჩუქრე კალათა #13 სასაჩუქრე კალათა #14 სასაჩუქრე კალათა #15 სასაჩუქრე კალათა #16 სასცენო მძიმე ბოლი sasceno mdzime boli სასცენო ბოლის ეფექტი sasceno boolis epeqti ფერადი ბოლი peradi boli ბუშტების ჩამოყრა bushtebis chamoyra ინვენტარის გაქირავება inventaris gaqiraveba ქირავდება ჭურჭელი qiravdeba churcheli ქირავდება ვისკის ჭიქები, viskis chiqebi ქირავდება არყის ჭიქები, qiravdeba aryis chiqebi ქირავდება შამპანიურის ჭიქები, shampaniuris chiqebi ქირავდება წვენის ჭიქები, qiravdeba wvenis chiqebi ქირავდება ღვინის ჭიქები, qiravdeba gvinis chiqebi ფურშეტის თეფში (18სმ) ქირავდება თეფშები ქირავდება ყავის ჭიქები ლამბაქით ქირავდება სუფრის ჩანგლები ქირავდება სუფრის დანა ჩაის კოვზი ქირავდება მელამინის ლანაგრი შოკოლადის შადრევანის აპარატი ქირავდება წვნიანის გამათბობელი აპარატი ქირავდება გლინტვეინის აპარატი, glitvinis aparati ქირავდება წყლის მადუღარა, wylis madugara ელექტრო მარიმიტი eleqtro marmiti ქირავდება ელექტრო ქრომირებული მარმიტი თედის დათუნია ვარდებით, sachuqrebi თედი ბეარი, ყველაზე დიდი დათუნიები საქართველოში ლიმუზინის ქირაობა ქუთაისში დაბადების დღის ბუშტები dabadebis dgis bushtebi retro manqanebi fotosesiistvis რეტრო მანქანები ფოტოსესიისთვის retro manqanebi qorwilistvis რეტრო მანქანები ქორწილისთვის სავეცკი მანქანები dzveleburi manqanebis qiraoba ძველებური მანქანების ქირაობა limuzinebi wveulebebistvis limuzinebi qorwilistvis limuzinit gaseirneba ლიმუზინები წვეულებებისთვის ლიმუზინები ქორწილისთვის ლიმუზინით გასეირნება ლიმუზინით მომსახურება limuzinit momsaxureba yvelaze magari limuzini tbilishi ყველაზე მაგარი ლიმუზინი თბილიში yvelaze magari limuzini saqartveloshi ყველაზე მაგარი ლიმუზინი საქართველოში limuzini wveulebebistvis hameriss limuzini qorwilistvis limuzini qorwilistvis ლიმუზინი წვეულებებისთვის ჰამერის ლიმუზინი ქორწილისთვის ლიმუზინი ქორწილისთვის ასოების დანთება გულის დანთება ცეცხლოვანი კედელი cekvis dros furclebis chamoyra ცეკვის დროს ფურცლების ჩამოყრა saqorwilo efeqti საქორწილო ეფექტი profesionaluri konfeti პროფესიონალური კონფეტი გულის ფორმის კონფეტები purclebis chamoyra ფურცლების ჩამოყრა შაშხანების გაშვება პულტით sadgesaswaulo shashxanebi cecxlovani derefani scenis feierverki სადღესასწაულო შაშხანები ცეცხლვანი დერეფანი სასცენო ფეიერვერკი ეფექტები ქორწილისთვის საქორწილო შაშხანები სცენი მაშხალები სცენის შაშხანები მაშხალები შაშხანები ცეცხლოვანი წვიმა cecxlovani shadrevani ცეცხლოვანი შადრევანი sasceno feierverki shida feierverki შიდა ფეიერვერკი სცენის ფეიერვერკი სასცენო ეფეთქტი feierverkebis 24 saatiani magazia ფეიერვერკების 24 საათიანი მაღაზია feierverkebi dabadebisdgistvis ფეიერვერკები დაბადებისდღისთვის feierverkis shekveta ფეიერვერკის შეკვეთა ქორწილისთვის saqorwilo feierverki qorwilis feierverki feierverki qorwilistvis საქორწილო ფეიერვერკი ქორწილის ფეიერვერკი ფეიერვერკი ქორწილისთვის გრანიოზული ფეიერვერკი feierverkebi iafad ფეიერვერკები იაფად პიროტექნიკით მომსახურება piroteqnika პიროტექნიკა feierverkebi mitanis servisit feierverkebi mitanit feierverkebi momsaxurebit ფეიერვერკები მიტანის სერვისით ფეიერვერკები მიტანით ფეიერვერკები მომსახურებით feierverkebis shekveta ფეიერვერკების შეკვეთა feierverkis gashveba ფეიერვერკკის გაშვება ფეიერვერკების მაღაზია თბილიში feierverkebis magazia tbilishi feierverkis mowyoba tbilishi piroteqnikosi piroteqnikosis momsaxureba sadgesaswaulo feierverkebi peierverkis mowyoba sadgesaswaulo peierverki პიროტექნიკოსი პიროტექნიკოსის მომსახურება საახალწლო ფეიერვერკები ფეიერვერკების სააგენტო ფეიერვერკის მოწყობა churchlis qiraoba ჭურჭლის ქირაობა skamebis gaqiraveba ქირავდება სკამები მაგიდა სკამების ქირაობა სადღესასწაულო ინვენტარის გაქირავება ფურშეტის ინვენტარი ფურშეტის ინვენტარის გაქირავება საქორწილო ინვენტარის გაქირავება წვეულების ინვენტარის გაქირავება საკონფერენციო ინვენტარის გაქირავება ბუშტებით მომსახურება ბუშტების მომსახურება ბოლი ფოტოსესიისათვის მსუბუქი ბოლის ეფექტი bolis gashveba bolis epeqti bolis effekti ბოლის ეფექტი sakoncerto boli boli iventebistvis კონცერტის ბოლი საკონცერტო ბოლი ბოლი ივენთებისთვის scenis boli saqorwilo boli საქორწილო ბოლი ქორწილის ბოლი ბოლი ქორწილისთვის სცენის ბოლი ბოლის გაშვება სადღესასწაულო ფეიერვერკი ბუშტების მაღაზიის გახსნისთვის შესასვლელის ბუშტებით გაფორმება მაღაზიის ბუშტებით გაფორმება ბუშტების გაკეთება დაგრეხილი ბუშტები ბუშტების გრეხილი ბუშტების შეკვეთა ჰელიუმის ბუშტები მიტანის სერვისით ბუშტების გირლიანდები folgirebuli bushtebis dekoracia dabadebisdgis oqrosferi bushtebi oqrosferi bushtebi oqrosferi folgirebuli bushtebi folgirebuli cifrebi da asoebi ფოლგირებული ბუშტების დეკორაცია დაბადების დღის ოქროსფერი ბუშტები ოქროსფერი ბუშტები ოქროსფერი ფოლგირებული ბუშტები ფოლგირებული ციფრები და ასოები ბუშტები ასოები ბურთებით აწყობილი არკა ბუშტების არკა საახალწლო გირლიანდა ჰელიუმის ბუშტები ვაკეში ჰელიუმის ბუშტები ვარკეთილში ჰელიუმის ბუშტები გლდანში ჰელიუმის ბუშტები ვაჟაზე ჰელიუმის ბუშტები პეკინზე ბუშტების გაფორმება ჰელიუმის ბუშტები თავისუფლებაზე bushtebis shekveta ბუშტების მაღაზია heliumiani bushtebis magazia heliumis bushtebis magazia heliumiani bushtebi iapad heliumis bushtebi iafad ჰელიუმიანი ბუშტებით გაფორმება ჰელიუმის ბუშტები იაფად ადგილზე მიტანით heliumis bushtebi სად ვიყიდო ჰელიუმის ბუშტები ჰელიუმის ბუშტები გამოძახებით ჰელიუმის ბუშტები იაფად ჰელიუმის ბუშტები წერეთელზე ჰელიუმის ბუშტები დიღომში ჰელიუმის ბუშტები მარჯანიშვილზე ჰელიუმის ბუშტები თბილისში ჰელიუმის ბუშტები რუსთავში ჰელიუმის ბუშტები საბურთალოზე ლიმუზინის ქირაობა limuzini daqiraveba limuzini qiraoba limuzini ლიმუზინის მომსახურება ლიმუზინი გამოძახებით saqorwilo limuzinis qiraoba hameris limuzinis daqiraveba hameris limuzini limuzinis gaqiraveba qutaisi limuzinis qiraoba kutaisi limuzinis qiraoba batumshi limuzinis momsaxureba limuzinis gaqiraveba tbilisi limuzinis gaqiraveba limuzinis qiraoba tbilisi ლიმუზინის დაქირავება მანქანის გაქირავება ქორწილისთვის ლიმუზინის გაქირავება ქირავდება ლიმუზინი ჰამერის ლიმუზინის ქირაობა limuzinis qiraoba

"დღეიდან მე გამოვიყენებ კანონით დაშვებულ ყველა საშუალებას, რომ თავი დავაღწიო უსამართლო დისკრიმინაციას და დავიცვა ჩემი უფლებები"- ზვიად ავალიანი

26 Dec 2018 00:33

"პრეზიდენტის ინაუგურაციით დასრულდა საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დაძაბული საარჩევნო პროცესი - ეს კი ნიშნავს რომ დღეს უკვე ნებისმიერ მოქალაქეს შეუძლია გამოხატოს პროტესტი მისთვის მტკივნეულ საკითხზე და თან არ შეეშინდეს იმის, რომ ამ პროტესტით ხელს შეუწყობს ნაციონალების გამარჯვებას, მიშას დაბრუნებას, ინაუგურაციის ჩაშლას და ა.შ."- ასე იწყებს პოლიტოლოგი და ჟურნალისტი ზვიად ავალიანი საკითხის შეფასებას.


"თავად განსაჯეთ, რამდენად უხერხულია როცა უკმაყოფილების გამოხტვას ასეთი კონტექსტების გათვალისწინება ჭირდება, მაგრამ სამწუხაროდ, ქართული საზოგადოების უმრავლესობა, რომელმაც 2012 წელს ხმა მისცა ოცნებას უფრო ჰუმანურ, უფრო დემოკრატიულ და უფრო განვითარებულ საქართველოზე, ბოლო ექვსი წლის მანძილზე სწორედ ასეთი შინაგანი ცენზურით ცხოვრობს და ხშირად თავს იკავებს პროტესტისგან იმის შიშით, რომ უნებლიედ „მიშას წისქვილზე“ არ „დაესხას“ წყალი.


მაგრამ ამ არჩევნებმა ბევრი რამ დაგვანახა და ბევრი რამ შეცვალა...


მაგალითად, არჩევნებმა დაგვანახა რომ სინამდვილეში ნაციონალები გააძლიერა არა დანარჩენი საზოგადოების მხრიდან ხშირმა პროტესტმა, არამედ პირიქით, უმრავლესობის არასაკმარისმა აქტიურობამ, რის გამოც ქვეყანაში ძალიან ბევრი პრობლემა დაგროვდა და ამ პრობლემებზე ხშირად ყველაზე ხმამაღლა სწორედ ნაციონალები ლაპარაკობდნენ, რადგან დანარჩენი საზოგადოება სწორედ იმ ავადსახსენებელი შინაგანი ცენზურის მდგომარეობაში იყო ჩაყენებული...


ამიტომ დარწმუნებული ვარ, ამიერიდან პროტესტი უნდა გახშირდეს და გახშირდება კიდეც რადგან დღეს უკვე ნათელია - თუ ხალხმა თვითონ არ დაიწყო დღის წესრიგის მართვა, თავისით არავინ და არაფერი შეიცვლება...


სხვათა შორის ვინც მიცნობს იცის, რომ პირადად მე აქამდეც არასდროს მოვრიდებივარ კრიტიკული პოზიციის დაფიქსირებას ისეთ საშიშ ტენდენციებთან დაკავშირებით, როგორიც იყო სასამართლოს მურუსიზაცია, პროპაგანდასთან მიახლოებული ნარკოლიბერალიზაციის კამპანია, კანაფის კულტივაციის იდეა და ა. შ.


საგულისხმოა ისიც, რომ არჩევნების შემდეგ ეს ტენდენციები უკვე ფაქტობრივად ყველამ აღიარა შეცდომად, თუმცა ამჯერად მე მინდა გამოვხატო პროტესტი, რომელსაც ყავს სრულიად კონკრეტული ადრესატი.


კერძოდ - მე მინდა გამოვხატო პროტესტი იმ ფაქტთან დაკავშირებით, რომ უკვე თითქმის ერთი წელია ფაქტობრივად დისკრიმინირებულ მდგომარეობაში ვიმყოფები ორგანიზაციაში, რომელსაც საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი ქვია.


არადა წესით და რიგით საზოგადოებრივ მაუწყებელში დისკრიმინაცია გამორიცხული უნდა იყოს... თუმცა იმისთვის, რომ ობიექტური წარმოდგენა შეგვექმნას სიტუაციაზე, მოკლედ შეგახსენებთ რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს უახლესი წარსულიდან.


ცხადია ვერ ვილაპარაკებ საზოგადებრივი მაუწყებლის ყველა თანამშრომლის სახელით, თუმცა ყველას კარგად მოგეხსენებათ რომ პირადად მე, ისევე როგორც ჩემი კოლეგების უმრავლესობამ 2017 წლის იანვარში ბატონ ვასილ მაღლაფერიძეს მივეცით შანსი სათავეში ჩადგომოდა საზოგადოებრივი მაუწყებლის გარდაქმნის პროცესს და გამოვთქვით მზადყოფნა ერთად გაგვეკეთებინა უფრო საზოგადოებრივი და უფრო რეიტინგული ტელევიზია.


ალბათ გახსოვთ ისიც, რომ ამ ნდობის პასუხად პირველი, რაც ახალმა ხელმძღვანელობამ გააკეთა იყო გეგმა მაუწყებლის გაურკვეველი ვადით გაჩერებისა და თანამშრომლების (მათ შორის - ოპერატორების, ტექნიკოსების და ა.შ.) მასობრივი დათხოვნის შესახებ.


ვინც ამ მოვლენებს თვალყურს ადევნებდით, არ დაგავიწყდებოდათ ისიც, რომ აღნიშნული გეგმის გაჟღერებას, ცხადია მოყვა მძაფრი წინააღმდეგობა როგორც თანამშრომლების, ისე მთლიანად საზოგადოების მხრიდან და იმ საყოველთაო პროტესტის ფონზე, რომელშიც აქტიურად ვიყავი ჩართული, როგორც მაუწყებლის თანამშრომელთა ნდობის ჯგუფის წევრი, ხელმძღვანელობა წავიდა კომპრომისზე და უარი თქვა თავდაპირველი გეგმის ყველაზე ოდიოზურ პუნქტებზე.


ასე დაიწყო ახალი ეტაპი საზოგადოებრივი მაუწყებლის ისტორიაში და ჩემი ურთიერთობა მაუწყებლის ახალ ხელმძღვანელობასთან...


ფაქტია, რომ გეგმა თანამშრომლების მასობრივი გათავისუფლების შესახებ იყო პირველი საგანგაშო სიგნალი, რომელმაც გვაჩვენა რომ ახალი გენერალური დირექტორის მიერ არჩეული სტრატეგია შესაძლოა ყოველთვის არ დამთხვეოდა საზოგადოების მოლოდინებსა და მაუწყებლის რეალურ საჭიროებებს, თუმცა რაკი კომპრომისი შედგა, მე გულწრფელად ვცადე დამევიწებინა ეს კონფლიქტი იმ იმედით და განწყობით, რომ ხელმძღვანელობამაც დაივიწყა იგი და გააცნობიერა საკუთარი შეცდომა, რაც ყოველთვის დასაფასებელია.


მოკლედ, ასეა თუ ისე, განვლილი ორი წლის მანძილზე მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ არათუ ხელი არ შემეშალა, არამედ პირიქით, ყოველმხრივ ხელი შემეწყო ნებისმიერი პოზიტიური წამოწყებისთვის, რომელიც მაუწყებელში ხორციელდებოდა და მჯეროდა, რომ ბოლოს და ბოლოს, მაუწყებელი აუცილებლად შედგებოდა როგორც ერთიანი გუნდი, თუმცა კარგად მოგეხსენებათ რომ გუნდის ჩამოყალიბებისთვის მხოლოდ სპორტსმენების მოტივაცია არ არის საკმარისი...


არ მინდა ჩემი პოზიციები მკითხველს თავს მოვახვიო და თითოეულმა თავად შეაფასოს, რამდენად შეასრულა ხელმძღვანელობამ ამ მოვლენების შემდეგ თავისი დაპირებები ან მთლიანობაში რამდენად სწორი მიმართულებით ვითარდება დღეს საზოგადოებრივი მაუწყებელი; განვლილი ორი წლის პრაქტიკიდან მე შემიძლია გავიხსენო როგორც დადებითი, ისე ცალსახად უარყოფითი მომენტები, თუმცა აქ მინდა დავკონკრეტდე მხოლოდ იმაზე, რაც ყველაზე მნიშვნელოვნად მიმაჩნია და რაც მხოლოდ ‘შიგნიდან“ შეიძლება დაინახო - მაუწყებელი, სამწუხაროდ ჯერ კიდევ ვერ შედგა, როგორც გუნდი.


ასე, მაგალითად, ბოლო ორი წლის გამნავლობაში მაუწყებელში დაგროვდა მთელი მასა ფაქტობრივად დისკრიმინირებული ადამიანებისა, რომლებსაც მენეჯმენტი უბრალოდ არ აძლევს თავიანთი კომპეტენციებისა და გამოცდილების შესაბამისად მუშაობის საშუალებას. აქედან გამომდინარე, ეს ადამიანები დღეს მათთვის უცხო, ან ხშირად სრულიად გაურკვეველი ფუნქციის მქონე სტატუსით რჩებიან მაუწყებელში და აქვთ განცდა, რომ ხელმძღვანელობა უბრალოდ მათი გათავისუფლებისთვის ხელსაყრელ დროს ელოდება.


მე ცხადია დღეს არ ვილაპარაკებ სხვა ადამიანებზე, თუნდაც მხოლოდ იმის გამო, რომ მათ დამატებითი პრობლემები არ შევუქმნა, მაგრამ პირადად ჩემს შესახებ შემიძლია ვთქვა, რომ მიუხედავად ტელეჟურნალისტის და ტელეწამყვანის გამოცდილებისა, თქვენი მონა-მორჩილი უკვე მეორე წელია საზოგადოებრივ მაუწყებელში ანალიტიკოსის პოზიციაზე „მუშაობს“(!), თუმცა სინამდვილეში ესეც ერთგვარი ფიქცია აღმოჩნდა, რადგან რეალურად ანალიტიკური ჯგუფის არც ერთ სატელევიზიო პროექტში არ არის ჩართული და ასეთი დირექტივა, სავარაუდოდ სწორედ მაუწყებლის ხელმძღვანელობისგან მოდის.


მეტიც - მას შემდეგ, რაც მე არაერთხელ დავაფიქსირე ჩემი კრიტიკული პოზიცია „გირჩის“ იდეოლოგიისა და ზოგადად, ნარკოტიკებთან დაკავშირებული არაადეკვატური ტენდენციების მიმართ, საერთოდ „აკრძალული“ ვარ პირველი არხის ეთერში და მაქვს „გონივრული ეჭვი“ რომ ამ აკრძალვის მიზეზი სწორედ ჩემი პოზიცია გახდა.


ამ ეჭვს აძლიერებს ის გარემოებაც, რომ აღნიშნული მოვლენების ფონზე, მაუწყებლის ხელმძღვანელობამ უშუალოდ ეთერში გასვლის წინ შეაჩერა დიდი სატელევიზიო დებატების პროექტი, რომელიც მანამდე თავად შემომთავაზა და კონცეფციის შემუშავებაც დამავალა, რაც ჩემი მხრიდან პირნათლად იქნა შესრულებული.


სწორედ ამიტომ ვამბობ, რომ დღეს ადგილი აქვს ჩემი, როგორც ჟურნალისტის დისკრიმინაციას და შევიწროვებას.


და ეს მხოლოდ ერთი ადამიანის მაგალითია.


რეალურად, საზოგადოებრივი მაუწყებლის არაერთ თანამშრომელს (მათ შორის - უშუალოდ ვასილ მაღლაფერიძის მმართველობის დროს მოსულებსაც) დღეს სწორედ ასეთ გაურკვეველ და დამთრგუნველ რეალობაში უწევთ მუშაობა.


ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (თუმცა სინამდვილეში არ უნდა დავანებოთ!) განვლილი ორი წლის მანძილზე, ნაცვლად იმისა, რომ შეპირებისამებრ, აღმოფხვრილიყო ამ ორგანიზაციისთვის მავნე ტრადიციად ქცეული შიდა დაპირისპირებები, ეს დაპირისპირებები კიდევ უფრო გამწვავდა.


ეს ყველაფერი კი ცხადია პირდაპირ აისახება როგორც თანამშრომელთა მოტივაციაზე, ისე მუშაობის ხარისხზე და საბოლოო ჯამში კი რეპუტაციაზე, ნდობაზე და რეიტინგზე.


მერწმუნეთ - საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტებს არასდროს ქონიათ და არ ექნებათ დასაქმების პრობლემა. განვლილი 30 წლის მანძლზე ამ ორგანიზაციიდან აქამდეც არაერთხელ გაუთავისუფლებიათ ადამიანები საკამათო არგუმენტებით. მათ შორის, გაუთავისუფლებიათ მასობრივადაც, მაგრამ წასულებს ხშირად მიუღწევიათ წარმატებისთვის სხვა მედიებში, ხოლო საზოგადოებრივი მაუწყებლის რეიტინგი თითოეული ასეთი ფაქტის შემდეგ მხოლოდ ეცემოდა.


ამიტომ, არავითარ შემთხვევაში არ დავწერდი ამ წერილს, საქმე რომ მხოლოდ ჩემს ან ზოგადად თანამშრომელთა ბედს ეხებოდეს და დღეს პირველი არხი მართლაც ყოველმხრივ უკეთესი, უფრო ღია, უფრო პროფესიონალური, უფრო საზოგადოებრივი და უფრო რეიტინგული იყოს, ვიდრე თუნდაც ორი წლის წინ იყო.


მაგრამ სინამდვილეში საქმე არც ასე მარტივადაა და სწორედ ეს არის პრობლემის საზოგადოებრივი განზომილება.


რეალურად, დღეს საზოგადოებრივ მაუწყებელში არის პრობლემები და თუ ჩვენ დღეს არ ვილაპარაკებთ ამ პრობლემებზე, ხვალ შეიძლება მივიღოთ კრიზისი...


ამიტომ მე მივმართავ საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს დაიწყოს აქტიური კომუნიკაცია თანამშრომლებთნ, პასუხი გასცეს ორგანიზაციაში და მთლიანად საზოგადოებაში დაგროვილ ყველა კითხვას და თუ არ სურს სიტუაციის კიდევ უფრო მეტად გამწვავება, დაუყოვნებლივ დაიწყოს იმ შეცდომების გამოსწორება, რომლებიც მაუწყებელში დაგროვდა.


და ბოლოს - აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ დღეიდან მე გამოვიყენებ კანონით დაშვებულ ყველა საშუალებას იმისთვის, რომ თავი დავაღწიო უსამართლო დისკრიმინაციას და დავიცვა ჩემი უფლებები, თუმცა აუცილებლად უნდა აღვნიშნო ისიც, რომ როგორც არ უნდა დასრულდეს ეს პროცესი პირადად ჩემთვის, ყველგან და ყოველთვის დავრჩები საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის გულშემატკივრად და გულწრფელად გამიხარდება მაუწყებლის ყველა წარმატება იმისდა მიუხედავად, თუ ვინ იქნება მისი ხელმძღვანელი."- წერს ზვიად ავალიანი.

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი