"მგონი, კაცად დავრჩი ბოლომდე..."- ლევან ჯავახიშვილი: ბლიც-ინტერვიუ საკუთარ თავთან

25 Dec 2018 22:35

ლევან ჯავახიშვილი არის გაზეთ "ალიას" ჟურნალისტი და გახლავთ სამცხე - ჯავახეთის მხარიდან:



მაღიზიანებს - ორგულობა;

ვგრძნობ - ძალიან დიდი კატაკლიზმების მომსწრე გავხდები, ძალიან მალე;  

მეშინია - არ გავგიჟდე; 

ვიცი - ბევრიც არაფერი. მხოლოდ  იმდენი, რომ თავი გამაქვს;  

არ ვიცი - რაც არ ვიცი, არ ვიცი;

შემიძლია - იმაზე ათჯერ მეტი, რასაც ვაკეთებ, მაგრამ მაინც არ ვაკეთებ (?) 

არ შემიძლია - პირმოთნეობა, ლაქუცი და რაღაცის მოსაპოვებლად თავის დამცირება;

ვმეგობრობ - კეთილ ადამიანებთან;

ვაპატიებ - ერთხელ  ყველაფერს;

ვტირი - დაკრძალვაზე,  როდესაც ვხედავ, რომ კაცები ტირიან. მეც  ეგრევე ქვითინს  ვიწყებ;

ვიცინი - იშვიათად.   ყველა ტირის და...

ვეძებ - ადამიანებს, რომლებიც  საქართველოს გადაარჩენენ; 

ღირსი ვარ - რასაც  ღმერთი  მომცემს, მხოლოდ იმისი; 

ვჩხუბობ - იშვიათად, მაგრამ სამართლიანად. მე ასე მგონია და ჩემს ცოლს პირიქით;  

ვკარგავ - იმედს, რომ საქართველოს ოდესმე რაიმე ეშველება;

მშურს - ჩვენი  წინაპრების  ბრძოლისუნარიანობის, შემართებისა და რწმენის;

ვემალები – ფობიებს, რომლებიც მაწუხებს;

ვემტერები - ბოროტ ადამიანებს;

მაინტერესებს - 50 წლის შემდეგ, იქნება  საქართველო?

არ მაინტერესებს - 50  წლის შემდეგ იქნება თუ არა თურქეთი ან რუსეთი;

მახსოვს - ბევრი ცუდი და ცოტა კარგი; 

მრცხვენია - რომ არ ვიყავი, აფხაზეთის ომში; 

უარვყოფ - რომ ფულში და სიმდიდრეშია ბედნიერება,  თუმცა, ფული  საჭიროა;

ვავადმყოფობ - სიცივეზე მაქვს ალერგია;  

ვმალავ -„ყველას გვაქვს ჩვენი წილი   ჩონჩხი კარადაში“. იმ ჩონჩხს ვმალავ;

ვინახავ - მოგონებებს; 

მწამს ღმერთის სამართლიანობის;

მიკვირს - ამდენი ბოღმა და შური საიდან,  ამ პატარა ქვეყანაში? 

მიხარია - სიკეთე, ვინც არ  უნდა გააკეთოს; 

ვჭორაობ – „ფეისბუკში“;

ვდარდობ - ბაშვებზე, რომელთაც შიათ და პური არ აქვთ, რომელთაც სტკივათ და  წამალი არ აქვთ;

ვამაყობ - მგონი კაცად დავრჩი ბოლომდე, თუმცა, ვნახოთ, ჯერ ცოტა დრო კიდევ დამრჩა ამის დასამტკიცებლად;

ვაკეთებ - რაც ვიცი,  იმას; 

ვეფერები - ჩემს შვილიშვილს, ნანოს; 

მსიამოვნებს - არგი ამბების გაგება, მაგრამ სადღაა?  

მესიზმრება - შირად მესიზმრება, რომ ხრამში ვვარდები; 

ვეხმარები - ჩემს ახალბედა კოლეგებს; 

ვეწევი - დღეში ორ  კოლოფ სიგარეტს და ჩემ  წილ ჭაპანს;

მწყინს - როდესაც მატყუებენ და ვხვდები,  რომ მატყუებენ. ბავშვივით მწყინს;

ვხარჯავ - დროს ფუჭად  და ფულს უყაირათოდ;

ვღალატობ - ზოგჯერ საკუთარ სტერეოტიპულ  შეხედულებებს,  რა ვქნა,  დრო იცვლება; 

ვკამათობ  - ფხიზელი– რაშიც ვერკვევი მხოლოდ იმაზე. მთვრალი–ყველაფერზე;

ვუხეშობ - მედროვეებთან და აფერისტებთან;  

ვუსმენ - ბითლზებს“ და მერე ყველა  დანარჩენს;

ვყოყმანობ -ისეთი გადაწყვეტილების მიღებისას, როდესაც შეიძლება,  სხვას საფრთხე შევუქმნა;

ვკითხულობ -დეტექტივებს; 

ვამზადებ -არაფერს არ ვამზადებ. მზად ვარ ყველაფრისთვის;

ვუყურებ - ქართველი  ხალხის დეგრადირებას და  დაცემას. ყველაზე საშინელი დოკუმენტური სერიალია, რაც დღემდე  მინახავს;

ვკლავ -დარდს;  

ვაფუჭებ - სახლში ყველაფერს, რის გაკეთებასაც მოვინდომებ; 

ვცხოვრობ - როგორც მეცხოვრება;   

ვცემ - პატივს იმ ადამიანებს, ვინც ბოლომდე  საკუთარი პრინციპების ერთგული დარჩა; 

ვყვირი - ყვირილს რა აზრი აქვს? მაინც არავის ესმის; 

ვმღერი - მხოლოდ გულში;

ვასრულებ - ხოვრებას;

დავდივარ - "დავდივარ, როგორც დადიოდა ჩემამდე ბევრი,,ჩემს თავზეც ბრუნავს ხან  დოლაბი და ხანაც კევრი“

ვმკურნალობ -აქეთ ვარ სამკურნალო;  

ვერიდები - კონფლიქტს და  აურზაურს; 

ვთამაშობ -ჩემს როლს, ამ დამპალ  ცხოვრებაში; 

ვიტყუები - იშვიათად,  მაგრამ ზოგჯერ  ისეთ  დამაჯერებელ  ტყუილს ვამბობ, თავადვე  მჯერა; 

ვეთაყვანები - მერთს;

ვგიჟდები – ნანოზე, ჩემს შვილიშვილზე; 

მიყვარს - ოჯახი; 

ვოცნებობ - ოქროს თევზის დაჭერაზე :)

ვფიქრობ – რამ მოგვიყანა  აქამდე, სადაც ვართ, მაგრამ პასუხი ვერ მიპოვნია;

მძულს - ვირთხა  და ადამიანი–ვირთხები;

ვნანობ - მეტი დრო და ყურადღება  რომ არ დავუთმე ოჯახს; 

კმაყოფილი ვარ - რომ ვარ ისე, როგორც ვარ და არა უარესად;

მენატრება - მამა;

მსურს - სურვილის გრძნობა რაც შეიძლება დიდხანს შემრჩეს; 

ვაგროვებ - მოგონებებს და ეჰ, ბევრი დამიგროვდა. უკვე კოლექციონერი ვარ;

ვიხდი - ვალებს, მთელი ცხოვრება;   

ვეჭვიანობ - აღარ  ვეჭვიანობ, ვბერდები;

ვკაიფობ“ - როდესაც მაგარ სტატიას  დავწერ  და მერე გაზეთში დაბეჭდილს ვკითხულობ;

ვიზიდავ - შარს და ხათაბალას;   

ვალამაზებ - არც არაფერს ვალამაზებ; 

 

 

გამოყენებულია ირაკლი ჩარკვიანის ბლიც-ინტერვიუს კითხვები

 

ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი