მარიამ გაბრიაძე - გოგონა საოცარი შესაძლებლობებით საქართველიდან

25 Dec 2018 10:39

გოგონა საოცარი შესაძლებლობებით საქართველოდან -  ეს, მარიამ გაბრიაძეა.


ის, 6 წლის არის და უკვე 23 მედალი აქვს, მათგან  13 ოქროა,  6 ვერცხლი,  4 კი ბრინჯაო. ეს ყველაფერი მან 2 წლის მანძლზე შეძლო.


მარიამ გაბრიაძე სპორტსმენია,  სპორტულ ტანვარჯიშს ეუფლება ლაგუნა ვერეზე.



მისი საერთაშორისო მწვრთნელი სოფიკო ბოდაველია, ხოლო ბატუტზე ხტომებში სალომე ბოდაველი. დები ბოდაველები  ყველაფერს აკეთებენ რომ მარიამის შესაძლებლობები საქართველოს გასცდეს.



შორენა ჯოხაძე, მარიამის დედა: "უდიდეს მადლობას ვუხდი მარიამის მწვრთნელებს. მარიამი მათთან, ლაგუნა ვერეზე 4 წლის ასაკში მივიყვანეთ. მარამმა მალევე გამოავლინა და მას მერე ერთად მოდიან ბევრი წარმატებით. 


მარიამი ძალიან ბევრს შრომობს, და იმედს ვიტოვებ რომ დაუფასდება. უკვე სკოლის მოსწავლეა და თავის სკოლაში უკვე იმსახურებს დიდ სიყვარულს თავისი  კარგი სწავლით და საქციელით. 


ამაყი ვარ, რომ ვარ მარიამ გაბრიაძის დედა. მე მაქვს ის სიმდიდრე,  რომელსაც ფულით ვერ იყიდი."








ავტორი: დიანა ლიპარტელიანი
loading...

კომენტარები:

ფართი შოპი