"ბიძინა ივანიშვილს, სულ მცირე, ორი ძეგლი უნდა დაუდგან"- ლევან ვასაძე

20 Dec 2018 09:52

ბიზნესმენი ლევან ვასაძე გადაცემა „პოლიტმეტრში" ბიძინა ივანიშვილის ღვაწლის შესახებ საუბრობს და აღნიშნავს, რომ იმ ყველაფრისთვის, რაც მან საქართველოს მომავლისთვის გააკეთა, სულ მცირე, ორი ძეგლი უნდა დაუდგან.


„უდიდეს პატივს ვცემ ბიძინა ივანიშვილს და მიმაჩნია, რომ მას ორი ძეგლი უნდა დავუდგათ. პირველი - კოლოსალური ქველმოქმედებისთვის, რაც მან ქვეყანაში სრულიად უანგაროდ გასწია და ბეცია ის ადამიანი, ვინც ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილი ამას აკეთებდა, რადგან პოლიტიკაში მოსვლა უნდოდა.


მეორე ძეგლი მას ეკუთვნის იმისთვის, რომ დესპოტური რეჟიმი მოგვაშორა. ორი უდიდესი მადლობა გვაქვს მისთვის სათქმელი", - განაცხადა ლევან ვასაძემ გადაცემა "პოლიტმეტრთან" საუბრისას.



loading...

კომენტარები:

ფართი შოპი