ვინ არიან საფრანგეთში სპეცოპერაციის დროს დაკავებული ქართველი "კანონიერი ქურდები"?

11 Dec 2018 05:55

საფრანგეთში მასშტაბური სპეცოპერაციის დროს კავკასიური მაფიის 22 წევრი დააკავეს, რომელთა შორის ათი საქართველოს მოქალაქეა, მათ შორის ორი ქართველი "კანონიერი ქურდი".


სპეცოპერაცია სახელწოდებით VORS 69-01 საფრანგეთის ქალაქ ლიონში ჩატარდა. გამოძიების ინფორმაციით, დაჯგუფება ბინების ძარცვით, ავტომობილების ქურდობით, ყალბი დოკუმენტების დამზადებითა და ნარკოტიკების გასაღებით იყო დაკავებული.


ბრალდებულებს შორის არიან "კანონიერი ქურდები" 47 წლის მინდია ნიჟარაძე და 45 წლის რევაზ სესკურია.


მინდია ნიჟარაძე წარმოშობით წყალტუბოს რაიონის სოფელ გვიშტიბიდან არის. რამდენიმე წლის განმავლობაში ის საბერძნეთში ცხოვრობდა, თუმცა ცოტა ხნის წინ "კარიერა" საფრანგეთში განაგრძო. კრიმინალურ წრეებში გაცილებით ცნობილია მისი ბიძაშვილი, ასევე "კანონიერი ქურდი" ლაშა ნიჟარაძე.


რაც შეეხება რევაზ სესკურიას, მას ქურდულ სამყაროში "ვეფხოს" მეტსახელით იცნობენ. სესკურია ბოლოს 2012 წელს ჩრდილო ოსეთში დააკავეს, თუმცა თავისუფლებაზე მალევე აღმოჩნდა, რის შემდეგაც რუსეთის ტერიტორია დატოვა და ევროპაში გადაინაცვლა.


"რეზონანსი"

loading...

კომენტარები:

ფართი შოპი