საბუნებისმეტყველო საგნების ოლიმპიადაში გამარჯვებული მოსწავლეები სასაწავლო ვიზიტით ვარშავაში იმყოფებოდნენ

10 Dec 2018 12:21

საბუნებისმეტყველო საგნების მიმართულებით ეროვნულ სასწავლო ოლიმპიადაზე  გამარჯვებული ბაქსვუდის სამეცნიერო სკოლის მონაწილე  საჯარო და კერძო სკოლების 10 მოსწავლე პედაგოგებთან ერთად პოლონეთში, ქალაქ ვარშავაში საგანმანათლებლო სასწავლო ვიზიტით იმყოფებოდა.


ვიზიტის ფარგლებში ქართველი მოსწავლეები და მასწავლებლები ვარშავის უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტის გენეტიკისა და ბიოქიმიის ინტიტუტს ეწვივნენ, სადაც ქიმიისა და ბიოლოგიის მიმართულებით მიმდინარე კვლევებსა და ექსპერიმენტებს გაეცნენ. ამასთან, პირადად შეხვდნენ ინსტიტუტის დირექტორს, პროფ. პაველ გოლიკს,  მეცნიერ-თანამშრომლებსა და სტუდენტებს.


მოსწავლეები პრუშკოვის ტომაშ ზანის სახელობის სკოლა-ლიცეუმსაც ეწვივნენ, რომელიც სწავლების თანამედროვე მიდგომებითა და მოსწავლეთა ინტერესებზე მორგებული სასწავლო გარემოთი  პოლონეთის ერთ-ერთ საუკეთესო საგანმანათლებლო დაწესებულებას წარმოადგენს. ქართველმა მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა ნახეს ექსპერიმენტები ქიმიის გაკვეთილზე, პოლონელ თანატოლებთან ერთად ჩაერთვნენ გაკვეთილის მსვლელობაში; დაათვალიერეს ბიოლოგიისა და ფიზიკის კაბინეტები; შეხვდნენ დირექტორს, ევა კრულისა და მოსწავლეთა თვითმმართველობის წარმომადგენლებს.


ერთი დღე მოსწავლეებმა ვარშავაში მდებარე კოპერნიკის სამეცნიერო ცენტრსა და სამგანზომლებიანი ჩვენების პროექტრით აღჭურვილ პლანეტარიუმში გაატარეს, სადაც შესაძლებლობა მიეცათ დაეთვალიერებინათ სამეცნიერო-სადემონსტრაციო ცენტრში არსებული 450-მდე ექსპონატი და ენახათ ფილმი კოსმოსზე. ექსპონატების უმრავლესობა ინტერაქტიულია და მნახველს საშუალებას აძლევს თავად განახორციელოს ცდა, დააკვირდეს ან გაიაროს ტესტი.


ვიზიტი პოლონეთში  საქართველოს  ელჩთან, ილია დარჩიაშვილთან შეხვედრით დასრულდა. მოსწავლეებმა ელჩისგან განათლების სფეროში და ევროინტეგრაციის კუთხით  საქართველოსა და პოლონეთს შორის არსებული თანამშრომლობისა და პერსპექტივების შესახებ მიიღეს ინფორმაცია .




loading...

კომენტარები:

ფართი შოპი
ფართი შოპი ფეიერვერკი და სპეცეფექტები ბუშტების სამყარო სადღესასწაულო ტრანსპორტი ფურშეტის და ქეითერინგის მომსახურება ტორტები და ნამცხვრები ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელები ლიმუზინის ქირაობა limuzini daqiraveba limuzini qiraoba limuzini ლიმუზინის მომსახურება ლიმუზინი გამოძახებით saqorwilo limuzinis qiraoba hameris limuzinis daqiraveba hameris limuzini limuzinis gaqiraveba qutaisi limuzinis qiraoba kutaisi limuzinis qiraoba batumshi limuzinis momsaxureba limuzinis gaqiraveba tbilisi limuzinis gaqiraveba limuzinis qiraoba tbilisi ლიმუზინის დაქირავება მანქანის გაქირავება ქორწილისთვის ლიმუზინის გაქირავება ქირავდება ლიმუზინი ჰამერის ლიმუზინის ქირაობა limuzinis qiraoba